დიდიმ მირცხულავა
დიდიმ მირცხულავა (დ. 2 აგვისტო, 1912, ქუთაისი — გ. 19 ნოემბერი, 1997) — ქართველი დირიჟორი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1958).
ბიოგრაფია
რედაქტირება1937 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1936–1938 წლებში მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სხელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამუსიკო ნაწილის გამგედ და დირიჟორად. 1937 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი. 1951 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1968 წლიდან პროფესორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 14.
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 177 — თბილისი, 2007
- ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. გვ.85-86 — თბილისი, 1992