დიგორი
დიგორი (ოს. Дигорæ, Дигоргом, რუს. Диго́рия) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში (რუსეთის ფედერაცია). მოიცავს მდინარე ურუხის (მდ. თერგის მარცხენა შენაკადი) აუზს ჩრდილოეთ ოსეთის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით თანამედროვე ირაფის და დიგორის რაიონების ტერიტორიას. დასახლებულია ოსების სუბეთნიკური ჯგუფით — დიგორელებით.
ისტორია
რედაქტირებადიგორი VII საუკუნის სომხურ ანონიმურ გეოგრაფიაში იგი მოხსენიებულია „აშტიგორის" სახელწოდებით. XII–XIII საუკუნეებში დიგორის ტერიტორია ალან-ოსების სხვა თემებთან ერთად საქართველოს სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით, დიგორის თემი იყოფოდა ორად: „ჩერქეზიძედ“ და „ბაზალიძედ“.
ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი (XVIII ს.) იმერეთის სამეფოს ჩრდილოეთ საზღვრად ასახელებს დიგორის მთას. დიგორზე გადიოდა დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა. ეს გზა გაიარეს რუსეთში მიმავალმა მეფეებმა — თეიმურაზ I-მა (1659) და ვახტანგ VI–მ (1724). იოჰან გიულდენშტედტი (1772) დიგორში ასახელებს 50 ოსურ სოფელს. დიგორი ოსეთის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უფრო გვიან, 1827 წელს ბალყარეთთან ერთად შევიდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.