დია (ძვ. ბერძნ. Δία), იუპიტერ LIII, S/2000 J 11 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ჰიმალიის ჯგუფში. წარმოადგენს არარეგულარულ თანამგზავრს.

იუპიტერის თანამგზავრი დია

აღმოჩენა

რედაქტირება

იგი აღმოაჩინეს 2000 წლის 5 დეკემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომებმა სკოტ შეპარდმა, დევიდ ჯუიტმა, იანგა ფერნანდესმა და იუჯინ მაგნიერმა.[1][2]

შემდგომში თანამგზავრი დაიკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ჰიმალიას დაეჯახა და იუპიტერის გარშემო სუსტი რგოლი შექმნა.[3] ამიტომ S/2000 J 11 აღარ განიხილებოდა იუპიტერის კანდიდატ თანამგზავრად.[4]

თუმცა, 2012 წელს ს. შეპარდმა, მ. ბროზოვიჩმა და რ. იაკობსონმა ხელახლა აღმოაჩინეს სატელიტი ლას-კამპანასის ობსერვატორიაში 2010 და 2011 წლებში გადაღებულ სურათებში.[5]

სახელწოდება

რედაქტირება

აღმოჩენის შემდეგ თანამგზავრმა მიიღო სავარაუდო აღნიშვნა S/2000 J 11. 2015 წლის 7 მარტს მან მიიღო ნომერი J LIII და სახელი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟიდან — დია, იქსიონის მეუღლის პატივსაცემად, რომელიც იყო ზევსის სატრფო.[6]

S/2000 J 11 იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 12,297,000 კმ მანძილზე 278 დღეში. ორბიტის ექსცენტრიულობაა 0.23. ორბიტის დახრილობა ადგილობრივი ლაპლასის სიბრტყისკენ შეადგენს 28.6°.[5]

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

S/2000 J 11-ის დიამეტრი დაახლოებით 4 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია, როგორც 2.6 გ/სმ³, ვინაიდან თანამგზავრი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0.04. ვარსვლავიერი სიდიდე 22.4m.

  1. IAUC 7555: Satellites of Jupiter დაარქივებული 2002-09-16 საიტზე Wayback Machine. 2001 5 января (discovery)
  2. MPEC 2001-A29: S/2000 J 7, S/2000 J 8, S/2000 J 9, S/2000 J 10, S/2000 J 11 დაარქივებული 2017-07-30 საიტზე Wayback Machine. 2001 15 января (discovery and ephemeris)
  3. David Shiga. Moon marriage may have given Jupiter a ring. New Scientist. 2010-03-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2011-06-27.
  4. IAUC 7555, January 2001. FAQ: Why don't you have Jovian satellite S/2000 J11 in your system?. JPL Solar System Dynamics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-07. ციტირების თარიღი: 2011-02-13.
  5. 5.0 5.1 MPEC 2012-R22. International Astronomical Union (2012-09-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2012-09-11.
  6. CBET No. 4075 (2015-03-07).