დვანის პირველი ქვევრსამარხი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვანის ქვევრსამარხი.

დვანის პირველი ქვევრსამარხი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში. აღმოაჩინეს შემთხვევით, მიწის სამუშაოების დროს, სოფელში, ადგილ საკვირიკეში. თარიღდება ელინისტური ხანით. მიწაში ჰორიზონტალურად იყო ჩაფლული. მიცვალებული ესვენა ხელ-ფეხმოკეცილი, თავით ჩრდილო–დასავლეთისკენ, უინვენტაროდ. ქვევრსამარხი დაზიანებულია. შემორჩენილია ქვევრის ნამტვრევები და ადამიანის ჩონჩხის რამდენიმე ფრაგმენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება