დე ლონგის კუნძულები
დე ლონგის კუნძულები — კუნძულთა ჯგუფი აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში. საერთო ფართობი 228 კმ². სიმაღლე 426 მეტრი. აგებულია ძირითადად ბაზალტებითა და ქვიშაქვებით. ფართობის დაახლოებით ნახევარი დაფარულია ყინულით. სახელი ეწოდა პოლარეთის მკვლევრის ჯორჯ დე ლონგის პატივსაცემად.
მშობ. სახელი: Острова Де-Лонга | |
---|---|
![]() | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე |
კოორდინატები | 76°38′24″ ჩ. გ. 153°33′36″ ა. გ. / 76.64000° ჩ. გ. 153.56000° ა. გ. |
ფართობი | 228 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 426 მ |
![]() |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 454.