სიტყვაწარმოება
(გადამისამართდა გვერდიდან დერივაცია)
სიტყვაწარმოება, დერივაცია, წარმოქმნა — სიტყვისგან ან სიტყვის ფუძისგან ახალი სიტყვის წარმოება აფიქსის ან, სხვა გრამატიკული საშუალების (ფუძის ფლექსიის, რედუპლიკაციის) მეშვეობით. მაგალითად:
- კაც-ი ⇒ სა-კაც-ე;
- გუშინ ⇒ გუშინდელი;
- მწარე ⇒ მომწარო;
- ლურჯი ⇒ ლურჯა;
- კლავს ⇒ უკლავს;
- დგამს ⇒ იდგმება.
ენათმეცნიერება |
თეორიული ენათმეცნიერება |
---|
მორფოლოგია |
სემასიოლოგია |
ენათმეცნიერული ტიპოლოგია |
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება |
ინტერნეტ ენათმეცნიერება |
ფსიქოლინგვისტიკა |
დაკავშირებული სტატიები |
ენათმეცნიერების სია |
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში |
იშვიათად ახალი სიტყვა იწარმოება ამოსავალი ფუძის (სიტყვის) შეკვეცით (და არა რაიმე ელემენტის დართვით). მაგალითად:
- ნამყოფი ⇒ ნამყო.
მეორეული სიტყვაწარმოება გვაქვს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ამოსავალი სიტყვა (ფუძე) უკვე ნაწარმოებია. მაგალითად:
- ჭედს;
- მჭედელი;
- სამჭედლო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 404.