დენ ოსმანი
დენ ოსმანი, ცნობილი როგორც დენო (ინგლ. Dan Osman; დ. 11 თებერვალი, 1963 — გ. 23 ნოემბერი, 1998) — ამერიკელი მეკლდეური და თოკით მხტომელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადენ ოსმანი დაიბადა 1963 წლის 11 თებერვალს დაიბადა ნევადას შტატის ქალაქ რენოში. დედა ევროპელი ჰყავდა, მამა კი იაპონელი. დენომ თორმეტი წლის ასაკში დაიწყო ცოცვა. სკოლის შემდეგ იოსემიტში გადავიდა საცოცად. დენი ძალიან სწრაფად ცოცავდა, ის მაღალ კლდეებზე წუთებში ადიოდა. ოსმანს აქვს დამყარებული მსოფლიო რეკორდი სწრაფად ცოცვაში-400 ფუტი 4 წუთში. დენომ ბევრი რთული მარშრუტი გაიარა დაცვის გარეშე. ის კლდის გარდა ყინულზეც ცოცავდა, ის ბევრ ჩანჩქერზე ასულა. მათ შორის ყველაზე რთული არწივის ჩანჩქერზე უთოკოთ ასვლა იყო. დენ ოსმანი მალე გადაერთო ცოცვიდან თოკით ხტომაზე. ის საუკეთესო თოკით მხტომელი იყო. მას საკუთარი მეთოდები და აღჭურვილობა ჰქონდა, რითიც 100-მდე ნახტომი შეასრულა. დენი თავის უდიდეს რეკორდს შეეწირა. 1998 წლის 23 ნოემბერს ის წავიდა თავისივე რეკორდის მოსახსნელად იოსემიტის კლდეზე. ის იქიდან ერთი თვის წინაც გადმოხტა. მაშინ დენმა 1050 ფუტი იფრინა და მიწიდან სულ რაღაც 90 ფუტზე გაჩერდა. მისი ეს რეკორდი რეკორდების წიგნში შევიდა. ახალი რეკორდის დასამყარებლად ის თავის მეგობარ - მაილზ დეიშერთან ერთად წავიდა. თოკი, რომლითაც დენი უნდა გადამხტარიყო უკვე ერთი თვე ეკიდა კლდეზე.
„თოკის ბოლომდე მივდივარ“ - ეუბნებოდა ის მაილზს და თოკს ზომავდა. დენის გამოთვლით ის 11 წამი იფრენდა და 1100 ფუტზე მეტს გაივლიდა. ის კლდის ნაპირას დადგა და გადახტა. დეიშერმა თოკის გაწყვეტის ხმა გაიგო, შემდეგ კი დენოს ყვირილი. ამ დღეს 35 წლის დენ ოსმანი ახალ რეკორდს შეეწირა. ეს იყო 1100 ფუტი. მას ამ ნახტომის შემდეგ „ელ კაპიტანიდან“ უნდოდა გადახტომა სადაც 2000 ფუტს იფრენდა.
დენ ოსმანს ერთი ქალიშვილი ჰყავდა - ემა, რომელიც მამამისის მსგავსად მცოცავი გახდა.