დემოკრატიული მოქმედების პარტია

დემოკრატიული მოქმედების პარტია (ბოსნ. Stranka demokratske akcije; შემოკლებით SDA) პოლიტიკური პარტია ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, რომელიც უმეტესაც ბოსნიური ეთნიკური ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს.

დემოკრატიული მოქმედების პარტია
Stranka demokratske akcije
დემოკრატიული მოქმედების პარტია
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ხელმძღვანელობა
ლიდერი ბაქირ იზეთბეგოვიჩი
გენერალური მდივანი ამირ ზუკიჩი
ისტორია
დაფუძნდა 26 მაისი 1990
პოზიციები
იდეოლოგია ბოსნიის ისლამური ნაციონალიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის სახალხო პარტია
წარმომადგენლობითობა
წარმომადგენელთა პალატა 10 / 42
ფერები     
შტაბ-ბინა სარაევო
მეჰმედ სპაჰოს ქ. 14
ოფიციალური საიტი

დაარსება

რედაქტირება

დემოკრატიული მოქმედების პარტია დაარსდა სარაევოში 1990 წლის 26 მაისს. ის ალია იზეთბეგოვიჩის იდეების განხორციელება იყო, რომელსაც ბოსნიაში ისლამური რელიგიურ-ნაციონალური პარტიის დაარსება სურდა, მაგრამ კომუნისტური, ერთპარტიული სისტემის გამო ეს არ შეეძლო.[1] პარტია, თუმცა ოფიციალურად ყოველგვარი რელიგიურ-ნაციონალური რიტორიკისგან დაცლილი იყო, უმეტესად მუსლიმი ბოსნიელებისგან შედგებოდა და ბოსნიის ისლამური თემის ბევრმა გამოჩენილმა მოღვაწემ მიიღო მონაწილეობა პარტიისა და მისი ბეჭდვითი ორგანოს, გაზეთ ლილიანის (ბოსნ. Ljiljan; შროშანა) დაფუძნებაში.
პარტიის ფესვები იუგოსლავიის მუსლიმთა ორგანიზაციაში მდებარეობდა, რომელიც იუგოსლავიის სამეფოს პერიოდში არსებობდა. პირველივე, 1990 წლის არჩევნებზე პარტიას დიდი წარმატება ხვდა წილად და დღემდე რჩება ბოსნიელთა ეთნიკური ჯგუფის უძლიერეს პოლიტიკურ პარტიად, ასევე აქვს შტოები ხორვატიასა და სერბეთში (სანჯაყში). მონტენეგროში პარტიის ადგილობრივმა შტომ შეადგინა ბოსნიელთა პარტია სხვა სლავური წარმოშობის მუსლიმებთან კოალიციაში.
2000 წელს პარტია დატოვა ალია იზეთბეგოვიჩმა, რამაც მისი რეიტინგის დაცემა განაპირობა, იგი იმავე წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის გარშემო შექმნილმა "ალიანსი ცვლილებებისთვის" დაამარცხა და დაარსებიდან პირველად ოპოზიციაში აღმოჩნდა.[2]

საერთაშორისო კავშირები

რედაქტირება

ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებელი წევრია.

2014 წლის არჩევნები

რედაქტირება

2014 წელს ბოსნიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ დემოკრატიული მოქმედების პარტია პირველ ადგილზე გავიდა და ხუთი ბოსნიური ადგილიდან სამი მოიპოვა წარმომადგენელთა პალატაში.

  1. Perica, Vjekoslav (2004). Balkan Idols: Religion and Nationalism in Yugoslav States. Oxford: Oxford University Press. ISBN 9780195174298. 
  2. Al-Azmeh, Aziz (2007). Islam in Europe: Diversity, Identity, and Influence. Cambridge University Press, გვ. 118. ISBN 9780521860116. ციტირების თარიღი: 2009-06-18.