დემნა ცაგარეიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დემნა ცაგარეიშვილი (დ. 1933, გუბი — გ. 1997) — ქართველი ინჟინერი

დემნა ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი 1933
გარდაცვალების თარიღი 1997
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ინჟინერი
ჯილდოები პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია, გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით 1957 წელს.

1957-1958 წლებში იყო ავჭალის ქარხანა "ცენტროლიტის" ინჟინერ-მკვლევარი, 1958-1969 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1969-1985 წლებში ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1985-1997 წლებში მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში, თბ., 2012, გვ. 12

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება