დემანტოიდი
დემანტოიდი[1] (გერმ. Diamant — „ალმასი“ და ძვ. ბერძნ. εἶδος — „მსგავსი“) — გრანატების ჯგუფის ანდრადიტის მინერალის სახეობა. ქიმიური შედგენილობა . კრისტალდება კუბურ სინგონიაში. უვაროვიტის კრისტალები დოდეკაედრებია. აქვს გამჭვირვალე, მწვანე ან მომწვანო-მოყვითალო ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 6.5-7, სიმკვრივე — 3840 კგ/მ³. არ იტკეჩება. გვხვდება მეტამორფულ ქანებსა და პეგმატიტებში.
შემადგენლობა
რედაქტირებადემანტოიდის შეფერილობა გამოწვეულია რკინისა და ქრომის მინაერთებით. ხოლო დემანტოიდის ყვითელი ფერი ტიტანის შეერთების მიზეზია. მის წახნაგებზე შუქის თამაში მსგავსია ალმასისა, ხელოვნური განათება ოპტიკურ ეფექტს აორმაგებს. გვხვდება დემანტოიდები „კატის თვალის“ ეფექტით, რაც ბოჭკოვანი ჩანართების შედეგია. არსებობს ასევე ოქროს „ნაპერწკლებით“.
დემანტოიდის მაქსიმალური მოპოვება დაიწყო 1913 წელს და 104 კგ შეადგინა. საიუველირო ხარისხის კრისტალებიდან 5 მმ-ზე მეტი ძალიან ცოტა აღმოჩნდა, ხოლო 10 მმ-იანი კრისტალები დღემდე უნიკალურად ითვლება. დემანტოიდის ყველაზე დიდი კრისტალის ზომაა: 252,5 და 149,0 კარატი.
ისტორია
რედაქტირებადემანტოიდი პირველად აღმოაჩინეს 1874 (1853?) რუსეთის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ურალში, მდინარე ბობროვკის სანაპიროზე, ეკატერინბურგის შორიახლოს, სოფელ პოლდნევაიაში და აქედან წამოვიდა მისი ალტერნატიული სახელწოდებები: „ბობროვკის ძოწი“, „ურალის ზურმუხტი“ და „ურალის ქრიზოლითი“. მოგვიანებით დემანტოიდის მოპოვება დაიწყეს კამჩატკაზეც. 1990 წელს ნამიბიაში აღმოაჩინეს დემანტოიდის საბადო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 252.