დელსი როდრიგესი (ესპ. Delcy Rodríguez; დ. 18 მაისი, 1969, კარაკასი, ვენესუელა) — ვენესუელელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი 2018 წლის 14 ივნისიდან.

დელსი როდრიგესი
Delcy Rodríguez
დელსი როდრიგესი Delcy Rodríguez
ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა14 ივნისი, 2018
პრეზიდენტი  ნიკოლას მადურო
წინამორბედიტარეკ ელ-აისამი

ვენესუელის ეროვნული კონსტიტუციური ასამბლეის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აგვისტო, 2017 – 14 ივნისი, 2018
წინამორბედილუის მიკილენა
მემკვიდრედიოსდადო კაბელიო

დაბადებული18 მაისი, 1969
კარაკასი, ვენესუელა
პოლიტიკური პარტიამოძრაობა ჩვენ — ვენესუელა
განათლებავენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტი

2013-2014 წლებში ეკავა ვენესუელის სახალხო ხელისუფლების მინისტრის თანამდებობა კომუნიკაციებისა და ინფორმაციის საკითხებში[1]. 2014-2017 წლებში ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრია[2], ხოლო 2017 წლის 4 აგვისტოდან 2018 წლის 14 ივლისამდე ვენესუელის ეროვნული კონსტიტუციური ასამბლეის ხელმძღვანელია. დელსი როდრიგესის მიმართ მოქმედებს მთელი რიგი საერთაშორისო-სამართლებრივი სანქციები[3][4][5][6][7][8].

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1969 წლის 18 მაისს კარაკასში, ვენესუელის სოციალისტური ლიგის დამაარსებლის ხორხე ანტონიო როდრიგესისა და დელსი გომესის ოჯახში. დელსის ძმა ხორხე ხესუს გონსალესი ასევე იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას და შემდეგ თითქმის ათი წელი იყო კარაკასის მერი. პრეზიდენტ უგო ჩავესის მმართველობის პერიოდში ეკავა რამდენიმე თანამდებობა: 2003 წლიდან იყო ენერგეტიკისა და შახტების სამინისტროს დირექტორი საერთაშორისო საქმეებში. 2005 წელს დაიკავა ევროპის საკითხებში ვიცე-მინისტრის თანამდებობა. 2006 წლის თებერვლიდან აგვისტომდე იყო პრეზიდენტის საქმეთა მინისტრი, 2007 წლიდან დაიკავა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის გენერალური კოორდინატორის თანამდებობა, მაშინ როდესაც მისი ძმა იყო ვიცე-პრეზიდენტი[9][10]. გაზეთ Tal Cual-ის მიხედვით დელსი როდრიგესმა შრომითი კანონმდებლობა შეისწავლა პარიზში, ასწავლიდა ვენესუელის ცენტრალურ უნივერსიტეტში და იყო ვენესუელის შრომითი სამართლის იურისტების ასოციაციის წევრი[11].

2016 წელს დელსი როდრიგესი გამოდიოდა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური მდივნის ლუის ალმაგროს იდეების საწინააღმდეგოდ, რამაც გამოიწვია ვენესუელის ორგანიზაციის რიგებიდან გარიცხვა დემოკრატიული ქარტიის დარღვევის გამო[12]. 2017 წლის 21 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება კენჭი ეყარა ეროვნულ კონსტიტუციურ ასამბლეაში და პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მიიღო მისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგომის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა სამუელ მონკადა[13]. ვენესუელის პარლამენტში არჩევის შემდეგ გახდა პარლამენტის სპიკერი.

2018 წლის დასაწყისში დატოვა სახელისუფლებო პარტია და გახდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობის „ჩვენ - ვენესუელას“ გენერალური მდივანი.

2018 წლის 14 ივნისს პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დელსი როდრიგესი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. იგი ასევე გახდა ეროვნული დაზვრევის ბოლივარული სამსახურის (ვენესუელის სადაზვერვო სააგენტო) ხელმძღვანელი პირი.

სანქციები

რედაქტირება

როდრიგესს რამდენიმე ქვეყანამ დაუწესა სანქციები. ეკრძალება მეზობელ კოლუმბიაში შესვლა. კოლუმბიის მთავრობა შეადგინა იმ ადამიანების სია რომლებსაც ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა. 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ამ სიაში შედიოდა 200 ადამიანი, ესენი იყვნენ ძირითადად ის ადამიანები რომლებსაც „ახლო ურთიერთობა და მხარდაჭერა აქვთ ნიკოლო მადურის რეჟიმთან“[14][15].

2017 წლის 22 სექტემბერს კანადამ სანქციები დააწესა დელსი როდრიგესის წინააღმდეგ ვენესუელის კონსტიტუციური წყობის დაშლის გამო[3][4].

მექსიკის სენატმა გაყინა მადუროს ადმინისტრაციის ოფიციალური პირების საბანკო ანგარიშები, მათ შორის დელსი როდრიგესისა და მათ 2018 წლის 20 აპრილს აუკრძალა მექსიკის ტერიტორიაზე შესვლა.

ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნიდან ძალიან მალე დელსი როდრიგესი გახდა იმ თერთმეტი თანამდებობის პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც ევროპის კავშირმა დაუწესა სანქციები 2018 წლის 25 ივნისს: მისი საბანკო ანგარიშები გაყინეს და აუკრძალეს ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების საშუალება. მიზეზი ასეთი იყო: დაარღვია დემოკრატიული ნორმები და კანოინის უზენაესობა ვენესუელაში[5].

2018 წლის 10 ივლისს შვეიცარიამ დაუწესა სანქციები დელის როდრიგესს, გაყინა მისი საბანკო ანგარიშები და დაუწესა აკრძალვა შვეიცარიაში გადაადგილებაზე იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ევროპის კავშირმა[16].

2018 წლის 25 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დელის როდრიგესს დაუწესა სანქციები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლების გაძლიერებისათვის ვენესუელაში[6].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დელსი როდრიგესი ურთიერთობაში იყო კომპანია Smartmatic-ის დამფუძნებელთან ალფრედო ხოსე ანსოლისთან, რომელიც გარდაიცვალა 2008 წლის აპრილში.

  1. „Nueva ministra de comunicaciones es la hermana de Jorge Rodríguez“. El Nacional. 4 August 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-19. ციტირების თარიღი: 24 October 2014.
  2. „¡Se acabó el berrinche! Delcy Eloína sale de la cancillería“. La Patilla (ესპანური). 21 June 2017. ციტირების თარიღი: 22 June 2017.
  3. 3.0 3.1 Venezuela sanctions en (22 September 2017). ციტირების თარიღი: 22 September 2017.
  4. 4.0 4.1 „Canada sanctions 40 Venezuelans with links to political, economic crisis“. The Globe and Mail. 22 September 2017. ციტირების თარიღი: 22 September 2017.
  5. 5.0 5.1 „European Union hits 11 more Venezuelans with sanctions“. The Miami Herald (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-10.
  6. 6.0 6.1 „U.S. targets Venezuelans with new sanctions for corruption“. UPI (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-09-27.
  7. „¡Entérate! Nicolás Maduro anuncia cambio de gabinete vía Twitter“. La Patilla (ესპანური). 2018-06-14. ციტირების თარიღი: 2018-06-15.
  8. CIA World Factbook. The World Factbook-Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 24, 2015. ციტირების თარიღი: June 25, 2018.
  9. „Villegas celebra designación de Delcy Rodríguez como ministra“. El Universal. 5 August 2013. ციტირების თარიღი: 24 October 2014.
  10. „Perfil de Delcy Rodríguez: Ministra de Comunicación e Información“. Noticia Al Dia. 4 August 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-06. ციტირების თარიღი: 24 October 2014.
  11. Poderopedia, Equipo. Delcy Rodríguez. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-21. ციტირების თარიღი: 2016-09-06
  12. „Kerry launches talks with Venezuela but backs disputed referendum“. Reuters. 2016-06-14. ციტირების თარიღი: 2016-09-08.
  13. „Venezuela's 'Tiger' Foreign Minister Rodriguez Quits“. Voice of America. June 21, 2017. ციტირების თარიღი: June 22, 2017. ციტატა: „Historian and deputy foreign minister Samuel Moncada will replace her, President Nicolas Maduro said, announcing the diplomatic shake-up in a speech on state TV.“
  14. „Maduro encabeza lista de 200 venezolanos que no pueden entrar al país“ [Maduro tops list of 200 Venezuelans who can not enter the country]. El Tiempo (ესპანური). 30 January 2019. ციტირების თარიღი: 13 April 2019.
  15. Primera parte de lista de colaboradores de Maduro que no pueden ingresar a Colombia es. RCN Radio (31 January 2019). ციტირების თარიღი: 13 April 2019.
  16. „Sanctions suisses contre la vice-présidente du Venezuela“. Government of Switzerland (ფრანგული). ციტირების თარიღი: 2018-07-10.