დედოფლისწყაროს მეორე ნამოსახლარი
დედოფლისწაროს მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით, არწივის ხეობის მარცხენა მხარეს. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით.
აღმოჩნდა 2009 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური). ნამოსახლარის საერთო ფართობია 2 ჰა. იგი ჩრდილოეთ-დასავლეთიდან დაცულია მაღალი კლდით. დასავლეთ მხრიდან ვიწრო ზოლად, იწყება ნადაბლება (ხელოვნური?).
აკრეფილი კერამიკული მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 265.