ხორნაბუჯის ეპარქია
ხორნაბუჯის ეპარქია – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია (2010 წლის 21 დეკემბრამდე ერქვა დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია, 2014 წლამდე — ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია). 2009 წლის 30 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით (მე–6 პუნქტი), ჰერეთის მხარე გამოეყო ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიას და ჰერეთისთვის დაინიშნა ტიტულოვანი ეპისკოპოსი ადგილსამყოფელით ქ. თბილისში.[1] ამავე სხდომაზე წმინდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმანდრიტი მელქისედეკ ხაჩიძე (მე–9 პუნქტი), რომელიც 2009 წლის 3 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეკურთხა ჰერეთის ეპისკოპოსად. [2]
როგორც ქართული მედია იტყობინებოდა, 2009 წლის აგვისტოში ეპარქია უკვე დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიად მოიხსენიებოდა (მანამდე დედოფლისწყარო ბოდბის ეპარქიაში შედიოდა), ხოლო მღვდელმთავრის ადგილსამყოფელად დედოფლისწყარო განისაზღვრა.[3][4] ამჟამად ეპარქია მოიცავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის მიხედვით ეპარქიას დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელი და ეწოდა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია.[5]
2014 წლის 3 ივნისის სინოდის სხდომის განჩინებით (VII პუნქტი) ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყო ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნა:
- ხორნაბუჯის ეპარქია.
- კახისა და ქურმუხის ეპარქია.
2014 წლის 3 ივნისიდან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას ეწოდება ხორნაბუჯის ეპარქია.
ეპარქიის მმართველები
რედაქტირება- ეპ. მელქისედეკ ხაჩიძე - 2009-2015 წწ.
- ეპ. დიმიტრი კაპანაძე - 2015-2022 წწ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი, 2009-04-30
- ↑ უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის საკვირაო ქადაგება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 3 მაისი, 2009 წ.
- ↑ ილია მეორემ დედოფლისწყაროში ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკი წარადგინა // სააგენტო "პირველი". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-12. ციტირების თარიღი: 2010-11-09.
- ↑ დედოფლისწყარო–ჰერეთის ეპარქია სოფელ წითელწყაროს საბავშვო ბაღის შენობაში განთავსდა // სააგენტო "მედიანიუსი"
- ↑ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა ილია მეორეს გადაეცა