დედოფალი თეოფანია
ნეტარი დედოფალი თეოფანია — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენება ძვ.სტ. - 16 დეკემბერი (ახ. სტ. - 29 დეკემბერი). იგი დიდგვაროვანი მშობლების შვილი იყო. თეოფანია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და ღვთისმოშიშებით. ამიტომაც ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი I-მა (867-886 წწ.) თავისი მემკვიდრის - ლეონის მეუღლედ გამოარჩია, შემდგომში ბიზანტიის იმპერატორი ლეონ VI (886-912 წწ.)
ჯვრისწერიდან ცოტა ხანში ბასილი I-ს ბოროტმა ენებმა მიუტანეს ამბავი, თითქოს მისი შვილი მის მოკვლას და ტახტის ხელში ჩაგდებას აპირებდა. იმპერატორმა დაიჯერა ეს ამბავი და თავისი შვილი, მეუღლესთან ერთად, საპყრობილეში ჩააგდო. ნეტარი თეოფანია მოთმინებით, ლოცვითა და მარხვით იტანდა განსაცდელს. სამი წლის მერე იმპერატორს გული მოუბრუნდა შვილზე და ის გაათავისუფლა.
ბასილი I-სგარდაცვალების შემდგომ ტახტზე ლეონ VI ავიდა. თუმცა ნეტარი დედოფალი არ მოხიბლულა ძალაუფლებით. ის ძველებურად ლოცულობდა. ჭამდა მხოლოდ პურსა და გამხმარ მწვანილს. მთელ თავის ქონებას და ძვრფასეულობას ქვრივ-ობლებას და გლახაკებს ურიგებდა. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ნეტარმა დედოფალმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
- „წმიდანთა ცხოვრებანი“, წიგნი მეორე, თბილისი, 2008 წ. გვ. 537-538