დედისიმედი
დედისიმედი — XVI საუკუნის II ნახევრის სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე, ათაბაგ ქაიხოსრო II ჯაყელის მეუღლე, ბაგრატ მუხრანბატონის ასული. 1573 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დებორას სახელით მონაზვნად შედგა, მაგრამ შვილის, ჯერ კიდევ ყმაწვილი და გამოუცდელი ყვარყვარეს ათაბაგად გახდომისთანავე ისევ დაუბრუნდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სამთავროს ფაქტობრივი მმართველი გახდა, 1576-1579 წლებში სამცხეში შინაფეოდალური ომის დროს ხშირად პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის (1578) შემდეგ ისევ მესხეთში დარჩა, საკანაფის ციხეში გამაგრდა და იქიდან ხელმძღვანელობდა თურქთა წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას.
დედისიმედი მიჩნეულია „მესხური დავითნის ქრონიკის“ ერთ-ერთ ავტორად. ცოცხალი ჩანს 1595 წლამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომსაძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 350.