მესხური დავითნის ქრონიკა
„მესხური დავითნის ქრონიკა“ — მესხური მატიანე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. შეიცავს ცნობებს სამცხე-საათაბაგოსა და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური ისტორიის შესახებ 1561 წლიდან 1587 წლამდე. თავ-ბოლო ნაკლულია. აღმოაჩინა დიმიტრი ბაქრაძემ პლატონ იოსელიანის არქივში. დაწერილია სხვადასხვა ავტორის მიერ. მოთავსებული იყო „დავითნში“ (ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი). აქედან მიიღო სახელწოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 603.