ფედერალური ტერიტორია (ავსტრალია)

(გადამისამართდა გვერდიდან დედაქალაქის ტერიტორია (ავსტრალია))
ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია
ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია, დროშა ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია, გერბი
დევიზი: „დედოფლისათვის, კანონი და ხალხი“
მეტსახელი: „ეროვნული გული ან დედაქალაქი“
ავსტრალიის რუკაზე
დედაქალაქი კანბერა
ფართობი
 * საერთო
 * ხმელეთი
 * წყალი
 
2358 კმ² (მე-8 ადგილი)
2280 კმ²
77,6 კმ² (3,29%)
მოსახლეობა (2011)
 * რაოდენობა
 * სიმჭიდროვე
 
357 222 (მე-7 ადგილი)
151,49/კმ² (1-ლი ადგილი)
დროის სარტყელი UTC+10:00 (UTC+11:00 ზაფხულში)
პარლამენტი
 * წარმომადგენელთა რაოდენობა
 * სენატორების რაოდენობა
 
2
2
აბრევიატურა
 * საფოსტო
 * ISO 3166-2
 
ACT
AU-ACT
ვებ-გვერდი
{{{ვებ-გვერდი}}}

ფედერალური ტერიტორია (ინგლ. Australian Capital Territory, ACT) — ავსტრალიის ტერიტორიული ერთეული, ანკლავი ახალი სამხრეთ უელსის შტატის შიგნით. ტერიტორიას ეკუთვნის ქალაქი კანბერა, პატარა სასოფლო-სამეურნეო ზონა და ეროვნული პარკი ნამაჯი.

  • ფართობი — 2358 კმ²;
  • მოსახლეობა — 357 222 ადამიანი[1];
  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კანბერა (332), ავსტრალიის დედაქალაქი 1911 წლიდან, აშენებულია არქიტექტორ უ. გრიფინის გეგმით მდინარე მურუმბიჯის შესართავში.

გეოგრაფია

რედაქტირება

ტერიტორიის 46 % უკავია ნამაჯის ეროვნულ პარკს. ტერიტორიის ყველაზე მაღალი წერტილია — ბიმბერის პიკი (1912 მეტრი).

ახალი ფედერალური ტერიტორიის პროექტი შემოვიდა XIX საუკუნის ბოლოს, ავსტრალიის კავშირის შექმნის პროცესში. 1901 წელს ხელმოწერილი იქნა ავსტრალიის კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ახალ სამხრეთ უელსს უნდა გადაეცა პატარა მიწის ნაკვეთი შტატის სამხრეთით ახალი ფედერალური მთავრობისათვის. მომავალი დედაქალაქის ადგილი აირჩა, როგორც ნეიტრალური მდგომარეობა ავსტრალიის ორ დიდ ქალაქს სიდნეისა და მელბურნს შორის, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ დედაქალაქობაზე. ტერიტორია გადაეცა სახელმწიფოს 1911 წელს, ხოლო 1913 წელს დაიწყო კანბერის მშენებლობა.

ფედერალური მთავრობა ოფიციალურად გადავიდა მელბურნიდან კანბერაში მხოლოდ 1927 წლის 9 მაისს, როდესაც დამთავრდა პარლამენტის შენობის მშენებლობა. საწყის ეტაპზე განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაწილი რჩებოდა მელბურნში, მაგრამ შემდეგ თანდათან გადავიდნენ ახალ დედაქალაქში.

  1. მოსახლეობის აღწერა (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-11. ციტირების თარიღი: 2014-05-27.