და იქნება სისხლი

2007 წლის ფილმი რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი

და იქნება სისხლი“ (ინგლ. There Will Be Blood) — 2007 წლის ამერიკული ფილმი. წარმოადგენს ეპტონ სინკლერის რომანის ეკრანიზაციას. მოქმედება მიმდინარეობს კალიფორნიაში მეოცე საუკუნის 20-იან წლებში და ასახავს დენიელ პლეინვიუს, ნავთობმომპოვებელი კომპანიის ამბიციური მფლობელის ისტორიას.

„და იქნება სისხლი“
ჟანრი დრამატული
დამდგმელი რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი
პროდიუსერი ჯოან სელარი, პოლ ტომას ანდერსონი, დანიელ ლუპი
სცენარის ავტორი პოლ ტომას ანდერსონი
ეფუძნება „ნავთობი“
ეპტონ სინკლერი
როლებში დენიელ დეი-ლუისი
მუსიკა ჯონი გრინვუდი
ოპერატორი რობერტ ელსვიტი
მონტაჟი დილან ტიჩენორი
მხატვარი ჯიმ ერიქსონი
დისტრიბუტორი Paramount Vantage
Miramax Films
გამოსვლის თარიღი 27 სექტემბერი, 2007
ხანგრძლივობა 158 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 25 მლნ
შემოსავალი $76 181 545

გადაღება

რედაქტირება

ფილმის გადასაღები სამუშაოები მიმდინარეობდა 2006 წლის ზაფხულში კალიფორნიაში, ნიუ-მექსიკოსა და ტეხასში. ტეხასში ამავდროულად მიმდინარეობდა ძმები კოენების ფილმის „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“ გადაღება.

დენიელ დეი-ლუისი დათანხმდა როლს, რადგან მოეწონა რეჟისორ პოლ ტომას ანდერსონის წინა ფილმი „გამაოგნებელი სიყვარული“. როლისთვის მოსამზადებლად დენიელ დეი-ლუისი უსმენდა ჯონ ჰიუსტონის ძველ ჩანაწერებს.

ფილმის მუსიკა ეკუთვნის ჯგუფ Radiohead-ის წევრ ჯონი გრინვუდს.

ჯილდოები

რედაქტირება

დენიელ დეი-ლუისმა მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. ფილმმა ასევე დაიმსახურა ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის და ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება