დაღესტნის გერბი
დაღესტნის რესპუბლიკის გერბი - დროშასა და ჰიმნთან ერთად არის დაღესტნის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო. მიღებულია დაღესტნის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ 1994 წლის 20 ოქტომბერს.
დაღესტნის გერბი | |
---|---|
ვერსიები | |
დეტალები | |
დაფუძნება | 1994 წლის 20 ოქტომბერი. |
აღწერა
რედაქტირებადაღესტნის რესპუბლიკის გერბი არის მრგვალი თეთრი ჰერალდიკური ფარი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ოქროს არწივი. მის ზემოთ არის ოქროს მზის დისკო , რომელაც გარს აკრავს ოქროსფერი სპირალური ორნამენტები. ფარის ძირში არის თოვლის თეთრი მთის მწვერვალები, დაბლობი, ზღვა და ხელის ჩამორთმევის სიმბოლო, რომლის ორივე მხრიდან გამოდის ჰერალდიკური ლენტი, რომელზეც წერია, მწვანე ფონზე თეთრი ასოებით „დაღესტნის რესპუბლიკა“. ზედა ნახევარში, ჩარჩოს ზოლი არის ოქროსფერი, ხოლო ქვედა ნახევარში ორი ორნამენტული ნაჭრით: მარცხენა - ლურჯია, ხოლო მარჯვენა - წითელი.
დაღესტნის გერბი ასახავს 30-ზე მეტ დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკურ, ისტორიულ და კულტურულ ერთობას, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ჩრდილოეთ კავკასიის შედარებით მცირე ტერიტორიებზე.
საერთაშორისო სიმბოლიკაში არწივი ნიშნავს ძალას, უზენაესობას, სახელმწიფოებრივ წარმოდგენას. დაღესტნის ხალხთა შორის ის არის ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წარმომადგენელი, და მიუთითებს დამოუკიდებლობა-თავისუფლებაზე, გამბედაობაზე, სიმამაცეზე, სიამაყესა და გამძლეობაზე.ის არის დაღესტნელების ეროვნული ხასიათის საუკეთესო თვისებების: ეროვნული სიამაყის, გახსნილობის, მშვიდობისა და სტუმართმოყვარეობის სიმბოლო.
იგივე აზრს ატარებს, ოღონდ უფრო გაძლიერებული ფორმით ხელის ჩამორთმევის სიმბოლო გერბზე. ეს ერთგვარი სითბოს გამოხატაველობაა და მხარდაჭერას და კარგ მისალმებაზე მიუთითებს. ასეთ კონტექსტში, არწივი არის სიმბოლო, როგორც სახელმწიფოს და ხალხის ძალა. მზე გამოხატავს დაღესტნის ცხოვრების აყვავების იდეას. გერბში ოქროს ფერი კი ხაზს უსვამს ძალასა და სახელმწიფოებრიობას.
დაღესტნის გერბის ისტორია
რედაქტირება1919 წლის სექტემბერში, როდესაც გამოაცხადა ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებლობა და ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანება შეიქმნა, რომელშიც ასევე შედიოდა დაღესტნის მთიანი რაიონები, მთიანი ჩეჩნეთი და ინგუშეთის ნაწილი. სახელმწიფოს არ გააჩნდა მკაფიო საზღვრები და იყო მონარქია, რომელიც დაფუძნებული იყო შარიათის ნორმებზე.[1]
1919 წელს გაერთიანებამ მიიღო ქაღალდის ფულის (საკრედიტო ბარათების) 5, 25, 50, 100, 250, 500 რუბლის ნომინალებში. გაერთიანების ემბლემა გამოსახული იყო ბარათების წინა მხარეს. [1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Закон Республики Дагестан № 25 «О Государственном Гербе Республики Дагестан»
- Dagestan: Edward Beliaev, Oksana Buranbaeva. Cavendish State Publishing 2005 ISBN 9780761420156 (Google Books)
- Государственные символы России. Республика Дагестан