დაღესტნის დროშა — რესპუბლიკის დროშა, რომელიც მიიღეს დაღესტნის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ. დროშა ოფიციალურად მიიღეს 1994 წლის 26 თებერვალს.[2] 2003 წლის 19 ნოემბერს დროშის პროპორცია შეიცვალა თავდაპირველი 1:2 – დან 2:3 – მდე, ხოლო შუა ზოლის ფერი შეიცვალა ღია ცისფერიდან ლურჯამდე.[1]

დაღესტნის დროშა

ამჟამინდელი დროშა
მიღებულია 2003 წლის 19 ნოემბერი
პროპორცია 2:3[1]
დროშის ავტორი აბდულვაგაბ მურაჩაევი
წინა დროშები

26 თებერვალი 1994 წელი - 19 ნოემბერი 2003 წელი
პროპორცია 1:2

2014 წლის ნოემბერში მახაჩკალაში წარმოადგინეს რუსეთის ფედერაციისა და დაღესტნის რესპუბლიკის დროშები. მათი ზომა 27 მეტრის სიგანისა და 40 მეტრის სიგრძის იყო. ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო 250 ახალგაზრდამ.[3].

2012 წლის 5 მაისს დაღესტნის და რუსეთის დროშები დასწიეს დაღესტნის ყველა ქალაქსა და რეგიონში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა გლოვის ნიშნად. ამ დროს 15 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა.[4]

დროშის მახასიათებლები

რედაქტირება

დროშის ფერები

რედაქტირება

დაღესტნის დროშა შედგება სამი ფერისგან, ესენია: მწვანე, ლურჯი და წითელი. დაღესტანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა ასეთი სახით წარდგენილი იქნა 2003 წლის 19 ნოემბერს.[5].

ფერები მწვანე ლურჯი წითელი
RGB 0-147-73 0-57-166 213-43-30
HTML #009349 #0039A6 #D52B1E

სიმბოლიზმი

რედაქტირება

მწვანე ფერი აღნიშნავს ცხოვრებას, დაღესტნის მიწის სიმრავლეს და ამავე დროს, რელიგიურ დატვირთვასაც ატარებს, როგორც ისლამის ტრადიციული ფერი (მორწმუნე დაღესტანელები ძირითადად სუნიტი მუსლიმები არიან). ცისფერი ფერი არის ზღვის ფერი (რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილს კასპიის ზღვა ესაზღვრება), ეს არის სიმბოლო დაღესტნელი ხალხის სილამაზესა და სიდიადეზე. წითელი ფერი აღნიშნავს დემოკრატიას, როგორც ადამიანის გონების განმანათლებელ ძალას, ასევე მიუთითებს დაღესტნელი ხალხის (მოსახლეობი) სიმამაცეზე.

ისტორიული დროშები

რედაქტირება

1921 წლამდე იყო ორი დროშა დაღესტნის იმამატი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის დროშა. 1921 წელს ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი რესპუბლიკის ნაწილებიდან მისი შექმნის შემდეგ დაღესტნის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას რამდენიმე სტანდარტული ასსრ-ის (ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის) დროშა ჰქონდა, ეს წითელი დროშები საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს ფუნქციონირებდა, მისი დაშლის შემდეგ კი 1994 წელს მალევე შეცვალეს.[6] სამი ფერისგან შემდგარ დროშად, ეს უკანასკნელი წლამდე 2003 წლამდე იყო ხოლო ამჟამნდელ დროშაში შეიცვალა შუაში მდებარე ფერი.

სხვა დროშები

რედაქტირება

დაღესტანში სხვადასხვა ხალხებმა შეიმუშავეს საკუთარი ეთნიკური დროშები, როგორებიცაა:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Народное Собрание Республики Дагестан. Закон №27 от 19 ноября 2003 г. «О государственном флаге Республики Дагестан», в ред. Закона №23 от 4 апреля 2006 г. (People's Assembly of the Republic of Dagestan. Law #27 of November 19, 2003 On the State Flag of the Republic of Dagestan, as amended by the Law #23 of April 4, 2006. ).
  2. Верховный Совет Республики Дагестан. Постановление от 26 февраля 1994 г. «О государственном флаге Республики Дагестан». (Supreme Council of the Republic of Dagestan. Resolution of February 26, 1994 On the State Flag of the Republic of Dagestan. ).
  3. В Дагестане центром сегодняшнего праздника стала площадь столицы. ГБУ РД РГВК «Дагестан» (2014-11-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-15. ციტირების თარიღი: 2014-11-14.
  4. Подробности теракта в Махачкале: 15 погибших и более 100 пострадавших. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-18. ციტირების თარიღი: 2012-05-05.
  5. Символика. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-05. ციტირების თარიღი: 2019-10-08.
  6. Flags of the World (1999–2001). „Dagestan on Flags of the World“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-21. ციტირების თარიღი: 2008-12-19. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)