დაქსფორდის საიმპერიო ომის მუზეუმი

დაქსფორდის საიმპერიო ომის მუზეუმისაიმპერატორო ომის მუზეუმის ფილიალი. მდებარეობს დაქსფორდის ახლოს, კემბრიჯშირში, ინგლისში. არის ბრიტანეთის უმსხვილესი საავიაციო მუზეუმი. [4] დაქსფორდის მუზეუმის შვიდ მთავარ საგამოფენო სივრცეში განთავსებულია მუზეუმის დიდი ექსპონატები, მათ შორის თითქმის 200 თვითმფრინავი, სამხედრო მანქანა, საარტილერიო და მცირე საზღვაო გემები. [5] ამ ადგილას ასევე ინახება საიმპერიო ომის მუზეუმის სხვა კოლექციები, მათ შორისაა ფოტოები, დოკუმენტები, წიგნები, არტეფაქტები და სხვა.

დაქსფორდის საიმპერიო ომის მუზეუმი
52°05′35″ ჩ. გ. 0°07′46″ ა. გ. / 52.09306° ჩ. გ. 0.12944° ა. გ. / 52.09306; 0.12944
დაარსდა 1977 წელს
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა Duxford[1]
ვიზიტორები 401,287 (2019)[2]
ოფიციალური საიტი https://www.iwm.org.uk/visits/iwm-duxford[3]
Map

დუქსფორდის ისტორიულ აეროდრომზე დაყრდნობით, ამ ადგილს, პირველი მსოფლიო ომის დროს, თავდაპირველად მართავდა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები (RAF). ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს, დაქსფორდმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბრიტანეთისათვის ბრძოლაში და მოგვიანებით ეს ადგილი შეერთებული შტატების არმიის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა დანაყოფებმა გერმანიის დაბომბვისთვის გამოიყენეს. 1961 წლამდე იყო სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების სააეროდრომირო ადგილი. მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ 1969 წელს, საიმპერიო ომის მუზეუმს ნებართვა მისცა რომ გამოეყენებინა ადგილის ნაწილი მისი კოლექციების შესანახად. საიმპერიო მუზეუმს 1976 წლის თებერვალში, მთელი ტერიტორია გადაეცა.

ტერიტორიის ისტორიის გათვალისწინებით, დაქსფორდის მრავალი ორიგინალური შენობა, როგორიცაა ანგარი, რომელიც გამოიყენებოდა ბრიტანეთის ბრძოლის დროს, კვლავ გამოიყენება. ბევრ ამ შენობას აქვს განსაკუთრებული არქიტექტურული ან ისტორიული მნიშვნელობა. ადგილზე ასევე განთავსებულია რამდენიმე სპეციალურად შექმნილი საგამოფენო ნაგებობა, როგორიცაა სტირლინგის პრემია -გამარჯვების ამერიკული საჰაერო მუზეუმი, რომელიც შექმნილი სერ ნორმან ფოსტერის მიერ. ტერიტორია კვლავ აქტიური აეროდრომია და მას იყენებენ სამოქალაქო მფრინავი კომპანიები. ადგილი ფუნქციონირებს კემბრიჯშირის საგრაფოს საბჭოსთან და დაქსფორდის საავიაციო საზოგადოებასთან პარტნიორობით. სავიაციო საზოგადოება საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1975 წელს სამოქალაქო თვითმფრინავების შესანარჩუნებლად და ბრიტანული სამოქალაქო ავიაციის ისტორიის დაფასების ხელშეწყობის მიზნით.

მუზეუმის ისტორია

რედაქტირება

საიმპერიო ომის მუზეუმს საფუძველი ჩაეყარა პირველი მსოფლიო ომის დროს, 1917 წელს, როგორც ეროვნული ომის მუზეუმის კომიტეტი, რომელიც შეიქმნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბრიტანეთისა და მისი იმპერიის საომარი ძალისხმევისა და დანაკარგების აღრიცხვის მიზნით. მუზეუმი გაიხსნა 1920 წელს, ამ დროისთვის მას ეწოდებოდა საიმპერიო ომის მუზეუმი. [6]მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის სამხრეთ ლონდონის სახლი (მეცხრამეტე საუკუნის შენობა Southwark– ში, რომელიც ადრე ბეთლემის სამეფო საავადმყოფო იყო ) გაფართოვდა 1966 წელს, ათწლეულის ბოლოს მუზეუმი ეძებდა დამატებით ადგილს, რათა შეენახა კოლექციები და გამოეფინა ისინი.[7]

1969 წელს მუზეუმმა მოითხოვა ნებართვა აეროპორტის ერთ-ერთი ფარდულის ნაწილი, რათა დროებით საცავად გამოეყენებინა. ორი წლის განმავლობაში მუზეუმის ათი თვითმფრინავი მიიყვანეს დაქსფორდში, რომლებიც ააღდგინეს აღმოსავლეთ ანგლიის საავიაციო საზოგადოების მოხალისეებმა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის თვითმფრინავები არ დაუბრუნდა საფრენ მდგომარეობას, კერძო ჯგუფებთან თანამშრომლობით, 1973 წელს მუზეუმმა შეძლო თავისი პირველი საჰაერო ჩვენების მოწყობა. 1976 წლის ივნისში კიდევ გაიმართა ერთი ასეთი შოუ, რომელმაც მთლიანობაში 45 000-მდე მაყურებელი მიიზიდა. 1977 წელს ასაფრენი ბილიკი კემბრიჯშირის საგრაფო საბჭომ შეიძინა. ამ შოუების წარმატებით გამართვამ, მუზეუმს კარგი ფულადი სახსრები მოუტანა, რის შემდეგაც მუზეუმმა მთლიანი ტერიტორიის დაკავების ნებართვა მოითხოვა. ნებართვა მიიღეს 1976 წლის თებერვალში და დაქსფორდი გახდა საიმპერიო ომის მუზეუმის პირველი ფილიალი. თავდაპირველად ღია იყო მარტიდან ოქტომბრამდე, 1977 წლის სეზონში დაქსფორდს ჰყავდა 167,000 ვიზიტორი, ხოლო 1978 წელს 340,000 ვიზიტორი. 1982 წლისათვის მუზეუმს ორ მილიონამდე ვიზიტორი ჰყავდა, [8] ხოლო 2005 წლის აგვისტოს უმასპიძლა მეათე მილიონ ვიზიტორს.. [9]

დაქსფორდის საავიაციო საზოგადოება

რედაქტირება
 
დაქსფორდის საავიაციო საზოგადოება კომეტა 4 -ს გამოფენაზე, AirSpace-ში.

დაქსფორდი ფუნქციონირებს საიმპერიო ომის მუზეუმის, კემბრიჯშირის საგრაფოს საბჭოს და დაქსფორდის საავიაციო საზოგადოების პარტნიორობით. საზოგადოება არის რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია და მას აქვს ორი მთავარი მიზანი, საზოგადოების განათლება ისტორიული თვითმფრინავების, სამხედრო მანქანებისა და ნავების შეგროვებითა და გამოფენით და მეორე, საიმპერიო ომის მუზეუმის მხარდაჭერა. [10]

საზოგადოება ჩამოყალიბდა 1975 წელს.

დაქსფორდის საავიაციო საზოგადოება იცავს და ინახავს სამოქალაქო ავიაციის კოლექციას. კოლექციაში განსაკუთრებით აღსანიშნავია თვითმფრინავი de Havilland Comet, რომელმაც განახორციელა პირველი გამანადგურებელი ტრანს-ატლანტიკური სამგზავრო რეისი 1958 წლის 4 ოქტომბერს, ასევე აღსანიშნავია კონკორდი G-AXDN 101, რომელმაც მიაღწია კონკორდის ყველაზე მაღალ სიჩქარეს, დასავლეთის მიმართულებით ტრანს-ატლანტიკურ ფრენას, ორ საათსა და 56 წუთში. [11]

2008 წლის მონაცემებით, დაქსფორდის საავიაციო საზოგადოებას ჰყავდა თითქმის 700 მოხალისე წევრი. [12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 archINFORM — 1994.
  2. ALVA - Association of Leading Visitor Attractions. ციტირების თარიღი: 27 October 2020
  3. https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
  4. Holt, John (September 2008) 'Air play' Museums Journal Vol.108 No.9 p.32-35
  5. For a list of aircraft, vehicles and boats at Duxford, see IWM Duxford: Aircraft and Vehicles. Imperial War Museum (June 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 26 June 2009
  6. Kavanagh, Gaynor (1988), Museum as Memorial: The Origins of the Imperial War Museum
  7. Frankland, Noble (1999). History at War. London: Giles de la Mare, გვ. 205. ISBN 978-1-900357-10-4. 
  8. Frankland (1999) pg. 205–208.
  9. National Museum Directors' Conference (September 2005) Newsletter No.48.
  10. No. 285809 – Duxford Aviation Society, Charity Commission charitycommission.gov.uk/.
  11. Woolford & Warner (2008) p. 12 & 14.
  12. Imperial War Museum Annual Report and Account 2007–2008 დაარქივებული 2009-12-09 საიტზე Wayback Machine. . p. 24 Accessed 15 September 2009.