დასავლეთკავკასიური ჯიხვი
დასავლეთ კავკასიური ჯიხვი (ლათ. Capra caucasica) — წარმოადგენს კავკასიის ენდემურ სახეობას. ძირითადად გავრცელებულია კავკასიაში. დღეისათის ცნობილია მისი ორი სახეობა ეს არის დასავლეთკავკასიური ჯიხვი და აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი. ისინი მიეკუთვნებიან წვრილჩლიქოსნების რიგს. დასავლეთ კავკასიური ჯიხვი მხოლოდ კავკასიონის დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული, მისი არეალი კი მოიცავს მთა ჩუგუშიდან მდინარე ბაქსანის სათავემდე ტერიტორიას. თუმცა გასულ საუკუნეში, ყოფილა შემთხვევები როცა დასავლეთ კავკასიური ჯიხვი ამ არეალის გარეთაც კი გვხვდებოდა, მაგალითად ბალყარეთის ჩერეკის სათავებამდე.
აღწერა
რედაქტირებადასავლეთ კავკასიური ჯიხვი, ძირითადად გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე დაახლოებით 800-დან 4000 მეტრამდე ტერიტორიაზე ზღვის დონიდან. ძირითადი სტუმრობს ტყით დაფარულ ფერდობებს, კლდეების მახლობლად.
ინდივიდების გამრავლების პერიოდი იწყება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და იანვრის ბოლომდე გრძელდება. ამ დროს წარმოიქმნება მდედრებისა და მამრების შერეული ჯგუფები.
მამრი სქესმწიფობას 5 წლის ასაკში აღწევს, ხოლო მდედრი 2 წლის ასაკში. მაკეობა 150-160 დღე გრძელდება.
მის ძირითად საკვებს სუბალპური და ალპური ბალახეულობა წარმოადგენს, თუმცა ასევე იკვებება ხის ფოთლებით, ხის ქერქითა და წიწვებით. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი ძლიერ ეტანება მლაშე წყლებს და ხელოვნურ სამარილეებს.
სამწუხაროა, მაგრამ ჯიხვი კავკასიონის ტერიტორიაზე გავრცელებული მტაცებლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს მსხვერპლ სახეობას წარმოადგენს, მასზე ნადირობს ფოცხვერი, მგელი და ჯიქი.
ჯიხვი სოციალური ცხოველია. ისინი ჯოგურად ცხოვრობენ. რამდენიმე ასეული ჯიხვი ერთ ფარაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა, ასეთი ფარები დღეს უკვე აღარ გვხვდება.
ჯიხვი იძლევა მაღალხარისხიან ხორცს, ტყავს, თივთიკს და რქებს. ამავე დროს სპორტული ნადირობის ობიექტია. ადვილად შინაურდება, თავისუფლად ეჯვარება შინაურ თხას და იძლევა მაღალპროდუქტიულ ჰიბრიდს.
ჯიხვი ძირითადად იკვებება ბალახით, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს, ჯიხვის საკვებს შეადგენენ 100 სახეობაზე მეტი მცენარე. ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში.
დღეისათვის ამ სახეობის არსებობა აღნიშნულია მდინარე ბაქსანის სათავეებში, რაც შეეხება იალბუზის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიას ის იქ აღაც გვხვდება.
დასავლეთ კავკასიური ჯიხვი შედარებით დაბალია, თუმცა სხვა ჯიხვებისგან განსხვავებით საკმაოდ მსხვილი რქები აქვს. მისი რქების ფორმაც განსხვავებულია - რქები ზევით მიემართება და შემდეგ იხრება.
ბოლო პერიოდში ამ ინდივიდის რიცხვი შემცირებულია, რიზი მიზეზიც ბრაკონიერობაა. ჯიხვი ტყვეობას ადვილად ეგუება და მალე თვინიერდება. ჯიხვებისთვის ძირითად საფრთხეებს წარმოადგენს: ნადირობა, ასევე დერივატების გამოყენება - იგულისხმება ჯიხვის რქების წარმოება. ჯიხვების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ასევე წარმოადგენს: რეკრეაცია/ტურიზმი (მათ შორის ალპინიზმი) და რეგიონალური კონფლიქტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარჩილ ჯანაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 569, თბ., 1987 წელი.