დარჩეთის წმინდა ესტატეს ეკლესია
დარჩეთის წმინდა ესტატეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩეთის დასავლეთით 1 კილომეტრზე, სასაფლაოზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (4,9x3,5 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით. კარ–სარკმელთა ღიობები გამოყვანილია აგურით. 2001–2002 წლებში ეკლესია სოფლის მოსახლეობამ დაუდევრად აღადგინა – რის გამოც თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს. ეკლესია გარედან შებათქაშებული და შეთეთრებულია.
შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნით სწორკუთხაა, გარედან – თაღოვანი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც თაღოვანი სარკმელი და ორი პატარა კვადრატული ნიშაა. დარბაზი გადახურულია ხის კამარით (აღდგენილია). იატაკი ცემენტითაა მოლესილი.
ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით დაბურული ორკალთა სახურავით, რომელიც დასავლეთ კედლიდან დაახლოებით 1 მეტრითაა გადმოშვერილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 74.