დარკო გლიშიჩი
დარკო გლიშიჩი (მაკედ. Дарко Глишиќ; დ. 23 სექტემბერი, 1991) — მაკედონელი ფეხბურთელი, თამაშობს როგორც მარცხენა მცველის, ასევე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე, 2012–2014 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. 2014 წლიდან დაბრუნდა მშობლიური სკოპიეს კლუბ „ვარდარში“.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დარკო გლიშიჩი | ||
დაბადების თარიღი | 23 სექტემბერი, 1991 | ||
დაბადების ადგილი | სკოპიე, მაკედონია | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ვარდარი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2010 | ვარდარი | 4 | (0) |
2010–2011 | ოლიმპიკი | 1 | (0) |
2010–2011 | სკოპიე | 13 | (3) |
2011–2012 | ნაპრედოკი | 18 | (3) |
2011–2012 | ტეტეკსი | 10 | (0) |
2012–2014 | დინამო თბ. | 43 | (3) |
2014–2018 | ვარდარი | 41 | (0) |
2018– | სეპტემვრი | 2 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2010–2011 | მაკედონია 19 | 4 | (0) |
2010–2012 | მაკედონია 21 | 5 | (0) |
2013– | მაკედონია | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საქართველოში პირველივე სეზონში ჩემპიონატის და თასის მოგების შემდეგ, გლიშიჩი გამოიძახეს მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში.[1] „დინამოსთან“ ერთად გლიშიჩმა ორჯერ შეძლო ჩემპიონატის და თასის მოგება, 2013–2014 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ორ ლეგიონერთან, დორინ გოგასთან და იენს იანსესთან ერთად „დინამო“ დატოვა.[2] კარიერა მის პირველ კლუბში, „ვარდარში“ გააგრძელა.
ტიტულები
რედაქტირება- უმაღლესი ლიგის ჩემპიონი (2): 2012/2013, 2013/2014
- საქართველოს თასის გამარჯვებული (2): 2012/2013, 2013/2014
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2013/2014
- მაკედონიის საფეხბურთო ჩემპიონატი: 2015–16, 2016–17
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Janevski announced squad for upcoming friendlies
- ↑ დინამო თბილისი სამმა ლეგიონერმა დატოვა, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 31 მაისი, 2014.