დორინ იოან გოგა (რუმ. Dorin Ioan Goga; 2 ივლისი, 1984) — რუმინელი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. 2013-2014 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას.

დორინ გოგა
თბილისის „დინამოში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დორინ იოან გოგა
დაბადების
თარიღი
2 ივლისი, 1984 (1984-07-02) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ზალაუ, რუმინეთის დროშა რუმინეთი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თავისუფალი აგენტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2008 უნივერსიტატეა კლუჟი 120 (33)
2008–2012 პოლიტექნიკა ტიმიშოარა 91 (29)
2012 რაპიდი ბუქარესტი 14 (2)
2013 ჰაპოელი რამათ-განი 12 (1)
2013-2014 დინამო თბილისი 27 (9)
ეროვნული ნაკრები
2012 რუმინეთი 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 თებერვალი 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 იანვარი 2014

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

გოგამ კარიერა დაიწყო კლუჟის „უნივერსიტატეაში“, სადაც თავიდან თამაშობდა ფლანგზე.

უნივერსიტატეა კლუჟი

რედაქტირება

გოგა პირველ გუნდში დააწინაურეს 2003 წლის ზაფხულში, როდესაც „უნივერსიტატეა“ იყო რუმინეთის მეორე ლიგაში. მან გაიტანა გოლი და დაეხმარა კლუბს პირველ ლიგაში გადასვლაში წლების შემდეგ. „უნივერსიტატეას“ პირველ ლიგაში გადასვლამდე, გოგამ მიიპყრო დიდი ყურადღება, რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ ნახევარი სეზონის განმავლობაში კლუბის მიერ ცუდად ნათამაშები მატჩების შემდეგ, მის მიმართ ინტერესი გამოთქვა რამდენიმე კლუბმა, მათ შორის „ტიმიშოარამ“, რომელმაც შესთავაზა 1 მილიონი ევროს გადახდა და 12 ფეხბურთელის დათმობა ნიჭიერი თავდამსხმელის სანაცვლოდ. თუმცა, შეთავაზებას არ დათანხმდა მისი კლუბი და გოგა დარჩა „უნივერსიტატეაში“ 2007-2008 წლების სეზონამდე.

2007-2008 წლების სეზონის ბოლოს მან საბოლოოდ გააფორმა კონტრაქტი „ტიმიშოარასთან“.

პოლიტექნიკა ტიმიშოარა

რედაქტირება

2008 წელს გოგამ კონტრაქტი გააფორმა „ტიმიშოარასთან“. მას გაჰქონდა გოლები „ტიმიშოარაში“, გაიტანა ორი გოლი ევროპის ლიგაზე, ამსტერდამის „აიაქსთან“ და ზაგრების „დინამოსთან“. 22 სექტემბერს მან გაიტანა გოლი რუმინეთის თასზე ბუქარესტის „იუვენტუსთან“ 3-1 მოგებულ მატჩში. სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ, ცამეტ ტურში ერთი გოლის გატანის შემდეგ, მან გაიტანა გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე „ვასლუისთან“ 2-1 მოგებულ მატჩში.[1] 2011 წლის 26 თებერვალს, გოგამ გაათანაბრა „გაზ მეთან მედიასთან“ 3-1 მოგებულ მატჩში.[2] ეს იყო მისი მესამე გოლი რუმინეთის ლიგა 1-ში იმ სეზონში. დორინმა ფანტასტიური გოლი გაიტანა კრაიოვას „უნივერსიტატეასთან“ 4-0 მოგებულ მატჩში. მან გაიტანა გოლი „ვიქტორიას“ წინააღმდეგ მატჩში[3]

რაპიდი ბუქარესტი

რედაქტირება

2012 წლის 1 ივლისს გოგამ კონტრაქტი გააფორმა ბუქარესტის „რაპიდთან“. ის გამოუშვეს დეკემბერში, როდესაც კლუბი გადავიდა ადმინისტრაციის ხელში და ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ზოგიერთ მოთამაშესთან კონტრაქტის გაწყვეტა.

ჰაპოელი რამათ-განი

რედაქტირება

2013 წელს გოგამ ხუთთვიანი კონტრაქტი გააფორმა ისრაელის საფეხბურთო კლუბ რამათ-განის „ჰაპოელთან“.[4]

დინამო თბილისი

რედაქტირება

2013 წლის ივლისში გოგამ კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“,[5] რომელთან ერთადაც შეძლო გამხდარიყო საქართველოს ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასისა და საქართველოს სუპერთასის (2013) მფლობელი. 2013-14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გოგამ ორ ლეგიონერთან, იენს იანსესთან და დარკო გლიშიჩთან ერთად „დინამო“ დატოვა.[6]

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Poli - Vaslui 2-1. Politehnica Timişoara (6 November 2010).
  2. Poli - Gaz Metan 3-1. Politehnica Timişoara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 26 February 2011.
  3. The Poet is Back. RomanianSoccer. ციტირების თარიღი: 19 March 2011.
  4. Dorin Goga și-a găsit echipă și pleacă din Liga 1!. ProSport. ციტირების თარიღი: 30 January 2013.
  5. დორინ გოგა 21 ნორმიანი მაისურით ითამაშებს
  6. დინამო თბილისი სამმა ლეგიონერმა დატოვა, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 31 მაისი, 2014.