დარიო ივანოვსკი
დარიო ივანოვსკი (მაკედ. Дарио Ивановски, დ. 15 მაისი, 1997, სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია) — ჩრდილოეთ მაკედონელი გრძელ დისტანციაზე მორბენალი. ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებისა და „რაბოტნიჩკი სკოპიეს“ წევრი.
დარიო ივანოვსკი | |
---|---|
2017 წელს სკოპიეს მარათონის დროს | |
მშობლიური სახელი | Дарио Ивановски |
დაბადების თარიღი |
15 მაისი, 1997 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია |
ეროვნება | ჩრდილომაკედონელი |
მოქალაქეობა | ჩრდილოეთი მაკედონია |
საქმიანობა | მორბენალი, მხტომელი |
სიმაღლე | 178 სმ |
კარიერა
რედაქტირება2016 წელს ელბასანში მან მოიგო შეჯიბრება 3000 მეტრზე სირბილში.[1][2] 2017 წელს მონაწილეობა მიიღო სკოპიეს „ნახევარმარათონში“ და გაიმარჯვა 1:11:26 დროში. 2017 წლის 22 აპრილს მოიგო ბელგრადის „ნახევარმარათონი“ 1:10:00 დროში.[3] დაამყარა ქვეყნის ეროვნული რეკორდი 3000 მ-ზე სირბილში ნოვი-სადში.[4][5]. მონაწილეობდა 2018 წლის მძლეოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე 1500 მ-ზე სირბილში. 2018 წლის 21 აპრილს მან ზედიზედ მეორედ მოიგო ბელგრადის ნახევარმარათონი და დაამყარა დროის პირადი რეკორდი – 1:08:03.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Atletikë / Zv/Presidenti i Atletikës Evropiane, Karaminov, në Elbasan - AlbanianSport.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-17. ციტირების თარიღი: 2019-05-09.
- ↑ Gega e Smajlaj, rekorde kombëtare në kërcim së gjati e 3000 metra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-17. ციტირების თარიღი: 2019-05-09.
- ↑ Sportske: Dario Ivanovski i Slađana Perunović pobednici polumaratona Serbian (April 22, 2017). ციტირების თარიღი: October 21, 2018.
- ↑ Održan 23. Novosadski polumaraton - JMU Radio-televizija Vojvodine
- ↑ Дарио Ивановски со нов државен рекорд - K4T.mk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-17. ციტირების თარიღი: 2019-05-09.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დარიო ივანოვსკი[მკვდარი ბმული] — ათლეტთა ფედერაციის საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური საიტი