დარია ბერეჟიანი (დ. 31 მარტი, 1897, ქ. ოზურგეთი — გ. 13 ივნისი, 1983) — ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1941), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1960).

1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1939–1940 წლებში სსრკ-ფინეთის ომის დროს მუშაობდა სამხედრო–საველე ჰოსპიტალში ქირურგად. 1941–1943 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის პროფესორი. 1943–1974 წლებში ამავე კათედრის გამგე, 1974 წლიდან მეცნიერ–კონსულტანტი. იყო საქართველოს სსრ-ის IV-V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება