დარიალი (ალმანახი)
„დარიალი“ — ქართული მხატვრულ-ლიტერატურული ალმანახი, გამოვიდა თბილისში 1925 წელს (№ 1 ოქტომბერ-ნოემბერი). „დარიალში“ გაერთიანდნენ საბჭოთა საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდა ლიტერატორები; დაიბეჭდა დ. გაჩეჩილაძის, კ. ლორთქიფანიძის, ნ. ჩაჩავას, ს. ჩიქოვანის, გ. მდივნის, შ. რადიანის და სხვათა ლექსები, მოთხრობები, თარგმანები და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ვ. ბახტაძე, კ. კალაძე, ვ. ჟურული, ბ. ჟღენტი, დ. ცაგარელი. გამომცემელი — ჟურნალი „მნათობი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 385.