დარეჯან ურუშაძე
დარეჯან ივლიანეს ასული ურუშაძე (დ. 1908, ქ. ოზურგეთი — გ. უცნობია) — ქართველი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადარეჯან ურუშაძე დაიბადა 1908 წელს ქალაქ ოზურგეთში. მშობლები ადრეულ ასაკში დაეღუპა. დაწყებითი განათლება ზვანის სკოლაში მიიღო, შემდეგ გადავიდა შვიდწლედში, რომლის შემდეგ მოეწყო ოზურგეთის სამრეწველო-ეკონომიკურ ტექნიკუმში.
კომკავშირში მიღებიდან მალე აირჩიეს კომკავშირის ორგანიზაციის მდივნად. 1930 წელს ტექნიკუმის დასრულებისთანავე, დარეჯან ურუშაძე დანიშნული იყო ოზურგეთის ერთიანი სამომხმარებლო კოოპერატიული საზოგადოების მოანგარიშედ. 1931 წელს შევიდა ტფილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1935 წელს გაგზავნილი იქნა აფხაზეთში, სადაც 1936 წლამდე მუშაობდა ტენიანის სუბტროპიკების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. იმავე წელს აფხაზეთის ასსრ-ის განსახკომმა დარეჯან ურუშაძე დანიშნა კელასურის არასრული საშუალო სკოლის დირექტორად.
1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად სოხუმის რაიონის კელასურის №54 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №119 (217), 26 მაისი, 1938