დარევსკის გველგესლა

დარევსკის გველგესლა (ლათ. Vipera darevskii) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. დედალი ტანად მამალზე დიდია; დედლის სხეულის სიგრძეა 40 სმ, ხოლო მამლისა — 25 სმ. სახელწოდება მიიღო ცნობილი ჰერპეტოლოგის ილია დარევსკის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ამ სახეობის ეგზემპლარი სომხეთში.[1]

დარევსკის გველგესლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vipera darevskii
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 23000
გავრცელება

მამლების სხეულის სიგრძე — 260 მმ, კუდისა — 39-43 მმ აღწევს, ხოლო დედლებისა — 420 მმ და — 45-50 მმ შესაბამისად. ფართო თავი აქვს, დინგის გვერდითი მხარე წაწვეტებულია, წინა მხარე ცოტათი მომრგვალო. მოყვითალო-მორუხო ან მოყვითალო-მოყავისფრო ფერისაა. სხეულის გასწვრივ ზურგზე გასდევს მურა ზიგზაგისებური ზოლი, გვერდებზე — ერთ მწკრივზე მუქი სუსტადშესამჩნევი ლაქები. მუცელი მოშავოა.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცნობილი იყო ამ სახეობის მხოლოდ ერთი პოპულაცია სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და საქართველოში, კერძოდ, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. ბოლო დროს აღმოჩენილია ამ სახეობის ორი ადგილსამყოფელი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში.[2] დარევსკის გველგესლა იკვებება მემინდვრიებით, კალიებითა და კლდის ხვლიკებით. იგი ენდემურია კავკასიისთვის.[3] გვხვდება იშვიათად; დარევსკის გველგესლა გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა, რის გამოც შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Darevsky’s viper (Vipera darevskii). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-31. ციტირების თარიღი: 2018-07-14.
  2. Mallow D, Ludwig D, Nilson G. 2003. True Vipers: Natural History and Toxinology of Old World Vipers. Malabar, Florida: Krieger Publishing Company. 359 pp. ISBN 0-89464-877-2.
  3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №85