დანიელ ლიპშიცი
დანიელ ლიპშიცი ( სლოვაკ. Daniel Lipšic; დ. 8 ივლისი, 1973, ბრატისლავა) — სლოვაკი იურისტი, პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი (2002-2006), ივეტა რადიჩოვას მთავრობაში იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს 2010 — 2012 წლებში.
დანიელ ლიპშიცი | |
სლოვაკეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული პროკურორი მოქმედი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 15 თებერვალი 2021 |
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აპრილი, 2012 – 1 ოქტომბერი, 2016 | |
მემკვიდრე | რობერტ კალინაკი |
სლოვაკეთის მე-10 შინაგან საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 ივლისი, 2010 – 4 აპრილი, 2012 | |
წინამორბედი | რობერტ კალინაკი |
მემკვიდრე | რობერტ კალინაკი |
სლოვაკეთის იუსტიციის მე-5 მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ოქტომბერი, 2002 – 7 თებერვალი, 2006 | |
წინამორბედი | იან კარნოგურსკი |
მემკვიდრე | ლუსია ზიტნანსკა |
დაბადებული | 8 ივლისი, 1973 (49 წლის) ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია |
პოლიტიკური პარტია | ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (1998-2012) Nová väčšina – Dohoda (2012) |
მეუღლე | ბეატა ორავცოვა |
შვილები | ალექსანდრე პეტერი |
განათლება | ბრატისლავას.ა. კომენსკის სახელობის უნივერსიტეტი
მინესოტას უნივერსიტეტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ჰარვარდის სამართლის სკოლა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადანიელ ლიპშიცი 1991-1996 წლებში სწავლობდა ბრატისლავის კომენსკის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა პრესოვის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში და იურიდიულ ფირმა Valko & Partners-ში. 1997 წელს დაასრულა ასპირანტურა ბრატისლავაში მოქმედი გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კემბრიჯში (მასაჩუსეტსი), ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1998-2000 წლებში).
დანიელ ლიპშიკმა პოლიტიკური მოღვაწეობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ის შეუერთდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას „Občiansko-demokratická mládež“. 1991-1995 წლებში იკავებდა ხსენებულის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს. 1998 წლის არჩევნებში დემოკრატიული ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსად (1998-2002 წწ.). 2000 წელს აირჩიეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის (CDM) ვიცე-პრეზიდენტად საშინაო პოლიტიკის საკითხებში (თანამდებობაზე ინყოფებოდა 2006 წლამდე). 2009 წელს ის გახდა ვიცე პრეზიდენტი შინაგან საქმეთა და იუსტიციის საკითხებში.
დანიელ ლიპშიკი 2002 წელს აირჩიეს სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს წევრად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სიით, შემდეგ კი დაინიშნა ვიცე-პრემიერად და იუსტიციის მინისტრად მიკულას ძურინდას მეორე მთავრობაში [1] . 2006 წელს ხელახლა აირჩიეს პარლამენტში. ის გახდა ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი სამართლის სფეროში. დანიელ ლიპშიკი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სახელით აპროტესტებდა 2007 წლის დეკემბერში მიღებულ ექსპროპრიაციის აქტს [2] . იგი გამოდიოდა აბორტის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკას ოჯახის მიმართ. [3]
2010 და 2012 წლებში პოლიტიკოსი მესამედ და მეოთხედ აირჩიეს ეროვნულ პარლამენტში. 2010 წლის 9 ივლისს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი ივეტა რადიჩოვას მთავრობაში. [4] 2012 წლის 4 აპრილს მან თანამდებობა დატოვა. იმავე წელს მან დატოვა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ჩამოაყალიბა საკუთარი პარტია NOVA . 2016 წელს კვლავ აირჩიეს ეროვნულ საბჭოში [5] .
2016 წლის სექტემბერში, მანქანის მართვისას, დანიელ ლიპშიცი ხანშიშესულ მამაკაცს შეეჯახა, რომელიც გარდაიცვალა. იმავე თვეში პოლიტიკოსი თანამდებობიდან გადადგა. [6] მოგვიანებით მან პარტია NOVA-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადანიელ ლიპშიცი დაქორწინებულია ბეტა ორავცოვაზე. ოჯახი ცხოვრობს ბრატისლავაში. [7] მათ ჰყავთ ვაჟები ალექსანდრე და პეტრე. [8] პოლიტიკოსს ჰყავს ტყუპი ძმა, სახელად ერიკი, რომელიც შინაგანი ორგანოების დაავადებების სპეციალისტია და ამჟამად მუშაობს კარდიოლოგად გრონინგენში, ნიდერლანდებში.[9]
ლიტერატურა
რედაქტირება- Lipšic, Daniel. Bicameral parliamentary system (სლოვაკ. Dvojkomorový parlamentný systémDvojkomorový parlamentný systém). Bratislava : Inštitút pre verejné otázky, 2000. 43 s. ISBN 80-8893-516-4.
- Lipšic, Daniel. Slovakia needs a decent leadership (სლოვაკ. Slušné Slovensko potrebuje lídraSlušné Slovensko potrebuje lídra). Bratislava : NOVA, 2013. 174 s. ISBN 978-80-89402-62-5.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Government disintegrating en. Petit Press (2006-02-07). ციტირების თარიღი: 2021-04-20.
- ↑ Jest ustawa o wywłaszczeniach pl. ციტირების თარიღი: 2021-04-20.
- ↑ Lipšic: Nestavajme životný štýl nad život + VIDEO sk (2007-12-07). ციტირების თარიღი: 2021-04-20.
- ↑ Prezident SR - Správy tlačového oddelenia (2014-07-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2021-04-20.
- ↑ Voľby 2016: Pozrite si zoznam zvolených poslancov. ციტირების თარიღი: 2021-04-20.
- ↑ Lipšic gives up his mandate en. Petit Press (2016-09-22). ციტირების თარიღი: 2021-04-20.
- ↑ Sefcikova, Veronika. „Lipšic bol pri pôrode syna: Je to tá najsilnejšia emócia!“. Cas.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-19. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
- ↑ „Daniel Lipšic ukázal malého synčeka: Toto je môj Peťko!“. Cas.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-19. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
- ↑ „Žijú v tieni súrodencov: Čím sa živia bratia našich politikov?“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2022-05-04.