გიორგი დანელია

(გადამისამართდა გვერდიდან დანელია, გიორგი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დანელია (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი დანელია (დ. 25 აგვისტო, 1930, თბილისი — გ. 4 აპრილი, 2019[1], მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და რუსი კინორეჟისორი, ცნობილი თავისი „ნაღვლიანი კომედიებით“, როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას.

გიორგი დანელია

დანელია 2010 წელს
დაბადების სახელი გიორგი ნიკოლოზის-ძე დანელია
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1930
თბილისი, სსსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 4 აპრილი, 2019 (88 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება ქართველი
პროფესია 1958 — 2019
საქმიანობა მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი
რელიგია მართლმადიდებელი
მეუღლე(ები) გალინა იურკოვა
მშობლები მამა: ნიკოლოზ დანელია
დედა: მერი ანჯაფარიძე
ნათესავები

დეიდა: ვერიკო ანჯაფარიძე

დეიდაშვილი: სოფიკო ჭიაურელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ინჟინერ ნიკოლოზ დანელიას და კინორეჟისორ მერი ანჯაფარიძის ოჯახში. სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. მისი ფილმი „მე დავდივარ მოსკოვში“ ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), ქართველი პილოტის თავგადასავლებზე მოსკოვში, და „შემოდგომის მარათონი“ (1980), თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორ-ცეცხლს შუაა მოქცეული. 1986 წელს გადაიღო არცთუ მთლად მეცნიერული ფანტასტიკა „ქინ-ძა-ძა“.

დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდება მისი მეუღლე ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის წიგნშია შეტანილი, ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებით კინოს ისტორიაში, და ასევე მისი მეგობარი ევგენი ლეონოვი. დანელიას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1990 წელს.

მოგვიანებით დანელია კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე ქორწინდება; რამდენიმე ანიმაციურ პროექტში იღებს მონაწილეობას და რუსეთის კინოაკადემიის მიერ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო მიენიჭა.

გარდაიცვალა 2019 წლის 4 აპრილს, 88 წლის ასაკში, მოსკოვში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება