დანელა არსოვსკა ( მაკედონიური : Данела Арсовска, დ. 20 დეკემბერი, 1979) [2] - მაკედონელი პოლიტიკოსი და აკადემიკოსი, სკოპიეს ამჟამინდელი მერი 2021 წლიდან. 2014 წელს იგი აირჩიეს მაკედონიის სავაჭრო პალატების პრეზიდენტად, რომელიც წარმოადგენს ეროვნული სავაჭრო პალატების გაერთიანებას, ხელს უწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თავისუფალი ვაჭრობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით. 2015 წელს დაინიშნა მაკედონიის დამსაქმებელთა ორგანიზაციების კავშირის თავმჯდომარედ.

დანელა არსოვსკა
მშობლიური სახელი Данела Арсовска
დაბ. თარიღი 20 დეკემბერი, 1979(1979-12-20) (44 წლის)
დაბ. ადგილი სკოპიე
მოქალაქეობა ჩრდილოეთი მაკედონია
საქმიანობა ეკონომისტი და ადვოკატი[1]
პოლიტიკური პარტია დამოუკიდებელი პოლიტიკოსი

ეროვნულ დონეზე არსოვსკა არის ევროპასთან ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეაში 2016 წლიდან. ის ასევე არის საჯარო - კერძო პარტნიორობის საბჭოს წევრი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობაში.

განათლება

რედაქტირება

არსოვსკამ ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში მიიღო სკოპიეს წმინდა კირილე და მეთოდეს უნივერსიტეტში . მას აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში ოქსფორდისა და შეფილდის უნივერსიტეტებიდან.

მას აქვს აკადემიური და საკონსულტაციო თანამდებობები ჩრდილოეთ მაკედონიასა და საერთაშორისო დონეზე. კითხულობს ლექციებს ეკონომიკური განვითარების თემებზე უნივერსიტეტებსა და კონფერენციებზე. არსოვსკა თავისუფლად ფლობს მაკედონიურ, ინგლისურ, გერმანულ ენებს და ასევე საუბრობს ბულგარულ და სერბულ ენებზე .

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

არსოვსკას აქვს რამდენიმე მაღალი დონის თანამდებობა საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებში და ასევე თანამდებობები ექსპორტის მიმართულებით. იგი მუშაობს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ცენტრში საინვესტიციო დავების შესახებ 2016 წლიდან, ვაშინგტონი, აშშ . 2017 წელს იგი დაინიშნა ეუთოს შემათანხმებელი და საარბიტრაჟო სასამართლოს წევრად ჟენევაში, შვეიცარია. ასევე არის ჰააგის, ნიდერლანდების მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი 2017 წლიდან.

არსოვსკა არის მაკედონიის წარმომადგენელი საერთაშორისო სავაჭრო პალატაში (ICC) და არჩეულია გენერალური საბჭოს წევრად მსოფლიო პალატების ფედერაციაში. 

ჯილდოები და აღიარებები

რედაქტირება

2018 წელს მისი მუშაობის აღიარების მიზნით , მსოფლიო ბიზნეს ანგელოზთა საინვესტიციო ფორუმმა არსოვსკა დააჯილდოვა როგორც „საქმიანი ქალის საუკეთესო როლური მოდელი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში“. [3] 2019 წელს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მეწარმეთა მე-6 სამიტზე არსოვსკა დაჯილდოვდა მეწარმეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. [4] 2020 წელს არსოვსკას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კუნიო მიკურიამ, დააჯილდოვა დანელა ღირსების სერტიფიკატით საბაჟო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. [5]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2021 წლის ადგილობრივი არჩევნები

რედაქტირება

2021 წლის 17 და 31 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩრდილოეთ მაკედონიაში, დანელა არსოვსკამ წარადგინა თავის კანდიდატურა, სკოპიეს მერის დამოუკიდებელი კანდიდატად. ძალიან მოკლე დროში მან მოაგროვა მოქალაქეთა ხელმოწერები, რომლებიც საჭირო იყო ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მისაღებად. როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მან ასევე მიიღო მხარდაჭერა ჩრდილოეთ მაკედონიის უდიდესი ოპოზიციური პარტიისგან VMRO-DPMNE და მისი კოალიციური პარტნიორებისგან, ალბანეთის პოლიტიკური ბლოკიდან, ასევე არაერთი ცნობილი სკოპიელი ინტელექტუალის, ხელოვანისა და გამოჩენილი მოქალაქეებისგან. [6]

საარჩევნო კამპანიის დროს მმართველმა პარტიამ ( SDSM ) დანელასა და მისი მეუღლის წინააღმდეგ გამოაქვეყნა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ბულგარეთის მოქალაქეობის შესახებ. თავად არსოვსკამ უარყო ეს ბრალდებები. [7] [8] პრემიერი ზორან ზაევი არსოვსკას ადგილობრივი არჩევნებიდან გასვლას ელოდებოდა. ზაევმა დანელას ბულგარეთის მოქალაქეობა დაასახელა პრობლემად: პოლიტიკური, ეთიკური, არაკეთილსინდისიერი. [9] ამასთან, ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მითითებით დადასტურებულია წყვილის პირადობის მოწმობების მონაცემების ავთენტურობა. [10] [11] ამასთან დაკავშირებით ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა ოფიციალური პროტესტი და დაჟინებით თქვა, რომ ბულგარეთის მიმართ სიძულვილის ენა ევროპული ღირებულებების უარყოფაა. [12]

მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მიუხედავად, არსოვსკა აირჩიეს ქალაქის მერად. [13]

  1. http://wbaf2018.istanbul/speaker/danela-arsovska/
  2. Economist Conferences - Greece. ციტირების თარიღი: 10 December 2020
  3. THE BEST BUSINESS WOMAN ROLE MODEL OF SOUTH EAST EUROPE en-US (6 April 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2021. ციტირების თარიღი: 10 December 2020
  4. ССК: Претседателката Арсовска наградена во Дубровник mk-MK. ციტირების თარიღი: 10 December 2020
  5. ССК со признание од Светската царинска организација mk-MK (23 January 2020). ციტირების თარიღი: 10 December 2020
  6. Данела Арсовска независен кандидат за градоначалник на Скопје, можна е поддршка од ВМРО-ДПМНЕ mk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 12 September 2021
  7. СДСМ: „На Скопие не му треба бугарски кмет!“ 21.10.2021, Фокус.
  8. “We don’t need a Bulgarian mayor” – the pre-election battle in Skopje is rough – World. October 28, 2021 by Darik NewsDesk.
  9. Zaev: I claim that Danela Arsovska is also a citizen of Bulgaria - I expect her to retire, this is a humiliation. Слободен печат, 27.10.2021.
  10. СДСМ: И съпругът на Данела Арсовска е български гражданин. 28 октомври 2021, Агенция Фокус.
  11. (ВИДЕО) Проверка на личната карта на име Даниела Арсовска (валиден документ).
  12. МВнР към Северна Македония: Говорът на омразата е отрицание на европейските ценности. Българско национално радио, 01.11.21.
  13. Local Elections 2021 – Mayor of Skopje დაარქივებული 2021-11-01 საიტზე Wayback Machine. . State Election Commission.