ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტი
ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტი (მაკედ. Собранието на Република Македонија) — ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანო (პარლამენტი).
ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტი Собрание на Република Северна Македонија | |
---|---|
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
პარლამენტის სპიკერი |
ტრაიკო ველიანოსკი, VMRO - DPMNE. 5 ივლისი, 2011-დან |
სტრუქტურა | |
წევრები | 123 დეპუტატი |
პოლიტიკური ჯგუფები |
VMRO - DPMNE (56) მსდკ (42) დკი (15) ადპ (8) ედა (2) |
არჩევნები | |
ბოლო არჩევნები | 5 ივნისი, 2011 |
სხდომების ადგილი | |
საიტი | |
www.sobranie.mk |
პარლამენტი ერთპალატიანია და დეპუტატების რაოდენობა ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციის თანახმად განსაზღვრულია 123 დეპუტატით. დეპუტატებს ირჩევენ 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე.
ძირითადი უფლება-მოვალეობანი
რედაქტირება- ცვლის მაკედონიის კონსტიტუციას
- იღებს და განმარტავს კანონებს
- ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს
- ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციას
- აცხადებს ომს და დებს ზავს
- ამტკიცებს რესპუბლიკის საზღვრებს
- ნიშნავს რესპუბლიკის მთავრობას
- აცხადებს ამნისტიას
ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერები
რედაქტირება- სტოიან ანდოვი (1991—1996)
- ტიტო პეტკოვსკი (1996—1998)
- სავო კლიმოვსკი (1998—2000)
- სტოიან ანდოვი (2000—2002)
- ნიკოლა პოპოვსკი (2002—2003)
- ლიუპჩო იორდანოვსკი (2003—2006)
- ლიუბიშა გეორგიევსკი (2006—2008)
- ტრაიკო ველიანოსკი (2008-)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: