სავო კლიმოვსკი
სავო კლიმოვსკი (მაკედ. Саво Климовски, დ. 13 ივნისი, 1947, სკოპიე) — მაკედონელი პოლიტიკოსი, იურისტი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე (1998-2000 წწ.) და ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (1999 წ.).
სავო კლიმოვსკი Саво Климовски | |
მაკედონიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ნოემბერი, 1999 – 15 დეკემბერი, 1999 | |
წინამორბედი | კირო გლიგოროვი |
მემკვიდრე | ბორის ტრაიკოვსკი |
მაკედონიის პარლამენტის მე-3 თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ნოემბერი, 1998 – 30 ნოემბერი, 2000 | |
წინამორბედი | ტიტო პეტკოვსკი |
მემკვიდრე | სტოიან ანდოვი |
დაბადებული | 13 ივნისი, 1947 სკოპიე, მაკედონია |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული ალტერნატივა |
განათლება | სკოპიეს უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასავო კლიმოვსკიმ მაგისრის სამეცნიერო ხარისხით 1974 წელს დაამთავრა სკოპიეს უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1978 წელს ლიუბლიანაში. 1971 წლიდან იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტია, შემდეგ დოცენტი და პროფესორი. 1992 წლიდან ფაკულტეტის დეკანია ორი ვადით. არის მრავალრიცხოვანი მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1986-1991 წლებში მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და ფიზიკური კულტურის მინისტრია. 1992-2000 წლებში პარლამენტის წევრია, ხოლო 1998-2000 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე. კირო გლიგოროვის უფლებამოსილების გასვლიდან ბორის ტრაიკოვსკის გაპრეზიდენტებამდე პერიოდში ასრულებდა მაკედონიის პრეზიდენტის მოვალეობას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია პარლამენტის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2013-01-26 საიტზე Wayback Machine.