დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია
დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია შიდა ქართლში, ატენის ხეობაში. მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის სამხრეთ-დასავლეთით 7 კილომეტრზე, დანახვისის მთის წვერზე (1641 ზ. დ., თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე).
დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°53′29″ ჩ. გ. 44°07′06″ ა. გ. / 41.89139° ჩ. გ. 44.11833° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | მთა დანახვისი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული |
თარიღდება | ადრინდელი შუა საუკუნეები |
ეკლესია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით: „დანახვისი დგას მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდის გიორგისა, მჭურეტი ქართლისა“.
ეკლესია დარბაზულია (6 X 3,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია თვალური კონტრფორსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 52.
- ცინცაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.