ესტეგლალ თეირანი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან დამოუკიდებლობის (საფეხბურთო კლუბი))

ესტეგლალ თეირანი (სპარს. باشگاه فوتبال استقلال تهران) — ირანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თეირანიდან. ასპარეზობს სპარსეთის ყურის პრო ლიგაში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ, ტიტულოვან და პოპულარულ გუნდად ირანული ფეხბურთის ისტორიაში.

ესტეგლალი
სრული სახელი სპარს. باشگاه فوتبال استقلال تهران
საფეხბურთო კლუბი ესტეგლალ თეირანი
დაარსდა 26 სექტემბერი, 1945; 78 წლის წინ (1945-09-26)
სტადიონი აზადი, თეირანი, ირანი
(ტევადობა: 78 116 მაყურებელი)
პრეზიდენტი ირანის დროშა მოსტაფა აჯორლუ
მწვრთნელი ირანის დროშა ფარჰად მაჯიდი
ლიგა სპარსეთის ყურის პრო ლიგა
2022–23 მე-3
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია რედაქტირება

საფეხბურთო კლუბ „ესტეგლალ თეირანის“ ისტორია სათავეს 1945 წლის სექტემბრიდან იღებს. კლუბი თავდაპირველად „დოჩარხე სავარანის“ (სპარს. دوچرخه سواران) სახელით დაფუძნდა. „ესტეგლალ თეირანი“ ირანის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ასპარეზობს და ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ კლუბად ითვლება: არის ქვეყნის რვაგზის ჩემპიონი და ათგზის ვიცე-ჩემპიონი, ჰაზფის თასის შვიდგზის მფლობელი და ხუთგზის ფინალისტი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი. 2020 წლის 7 ოქტომბრიდან კლუბის მთავარი მწვრთნელია ირანელი ფეხბურთის სპეციალისტი მაჰმუდ ფექრი.[1][2]

მიღწევები რედაქტირება

  ირანის ჩემპიონატი
  •   ჩემპიონი (9): 1970–71, 1974–75, 1989–90, 1997–98, 2000–01, 2005–06, 2008–09, 2012–13, 2021–22
  •   ვიცე-ჩემპიონი (10): 1973–74, 1991–92, 1994–95, 1998–99, 1999–2000, 2001–02, 2003–04, 2010–11, 2016–17, 2019–20
  ჰაზფის თასი
  •   თასის მფლობელი (7): 1976–77, 1995–96, 1999–2000, 2001–02, 2007–08, 2011–12, 2017–18
  •   ფინალისტი (5): 1989–90, 1998–99, 2003–04, 2015–16, 2019–20
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგა
  •   თასის მფლობელი (2):1970, 1990–91
  •   ფინალისტი (2): 1991, 1998–99

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mahmoud Fekri takes charge of Esteghlal. AFC Champions League. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.
  2. Mahmoud Fekri. Transfermarkt. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.