აზადი (სტადიონი)
აზადი (სპარს. ورزشگاه آزادی) — ირანის ეროვნული სტადიონი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ თეირანში. აშენდა 1971 წელს 1974 წლის აზიური თამაშების სამასპინძლოდ და თავდაპირველად 100 000 მაყურებელს იტევდა. სტადიონი აზადის სპორტული კომპლექსის ნაწილია. სიდიდით, აზადი ირანის უდიდესი სტადიონია.
მდებარეობა | თეირანი, ირანი |
---|---|
აშენდა | 1971 |
გაიხსნა | 1971 |
აღდგა | 2002-03 |
ტევადობა | 90 000[1] |
გუნდები | |
ირანის ნაკრები „პერსეპოლისი“ „ესტეგლალი“ |
აზადის სტადიონზე თამაშობს ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ასევე კლუბები – „პერსეპოლისი“ და „ესტეგლალი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აზადი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი.