დალმაციის კუნძულები

დალმაციის კუნძულები — კუნძულთა ჯგუფის საერთო სახელწოდება ადრიატიკის ზღვაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან (ხორვატია).

დალმაციის კუნძულები

გეოგრაფია

რედაქტირება

გაერთიანებულია 1000-ზე მეტი კუნძული. საერთო ფართობი 2,5 ათასი კმ². დიდი კუნძულებია: კრკი, ცრესი, პაგი, დუგი-ოტოგი, ბრაჩი, ვისი, ხვარი, კორჩულა. დალმაციის კუნძულები ბალკანეთის ნახევარკუნძულს გამოეყვნენ მისი მთიანი დასავლეთი ნაწილის დაძვრის გამო, რის შედეგადაც წარმოიშვა ლამაზი სრუტეებიანი და ყურეებიანი სანაპირო. კუნძულები აგებულია ძირითადად მეზოზოური კირქვებით. რელიეფი ბორცვიანი და დაბალმთიანია, მაქსიმალური სიმაღლე — 778 მეტრი. ფართოდაა გავრცელებული კარსტი. გაშენებულია ვენახები, ბაღები, ზეთისხილისა და ციტრუსის პლანტაციები. მისდევენ მეცხვარეობას. კუნძულებზე განვითარებულია ტურიზმი.

ლიტერატურა

რედაქტირება