დალეი ბლინდი

(გადამისამართდა გვერდიდან დალი ბლინდი)

დალეი ბლინდი (ნიდერლ. Daley Blind; დ. 9 მარტი, 1990, ამსტერდამი) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი. თავი გამოიჩინა ნიდერლანდების ნაკრებში 2014 წლის მუნდიალზე, როდესაც გახდა ბრინჯაოს მედლების პრიზიორი. ჩემპიონატის შემდეგ „აიაქსიდან“ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“.[1]

დალეი ბლინდი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
9 მარტი, 1990 (1990-03-09) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
ამსტერდამი, ნიდერლანდები
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი/საყრდენი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
1998–2008 აიაქსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2014 აიაქსი 102 (3)
2010გრონინგენი (იჯარით) 19 (0)
2014– მანჩესტერ იუნაიტედი 8 (1)
ეროვნული ნაკრები
2004 ნიდერლანდები 15 წლ. 7 (2)
2006 ნიდერლანდები 16 წლ. 8 (3)
2006–2007 ნიდერლანდები 17 წლ. 8 (3)
2007–2009 ნიდერლანდები 19 წლ. 5 (1)
2009–2013 ნიდერლანდები 21 წლ. 12 (1)
2013– ნიდერლანდები 63 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 ნოემბერი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 ნოემბერი, 2014

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ბლინდმა კარიერა მისი მშობლიური ქალაქის კლუბ აიაქსში დაიწყო, იმავე კლუბში სადაც თამაობდა დალეის მამა დენი, რომელმაც სახელი გაითქვა სწორედ ამ გუნდში თამაშის დროს. 2008-2009 წლების სეზონამდე ბლინდი თამაშობდა აიაქსის ახალგაზრდულ კლუბებში, შემდეგ კი აიაქსის მთავარ შემადგენლობაში დაიმსახურა მოხვედრა. ახალგაზრდობის დროს ბლინდს უწევდა საყრდენ ნახევარმცველად თამაში, მისი თამაშიდან გამომდინარე იყო ახალგაზრდული აიაქსის კაპიტანიც. პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი ბლინდმა, აიაქსთან, 2010 წლის 1 ივნისამდე მოაწერა.[2]

განათხოვრება გრონინგენში

რედაქტირება

2010 წლის 5 იანვარს გადაწყდა რომ იჯარის წესით ბლინდი 2009-2010 წლების დარჩენილ სეზონს, გრონინგენში გაატარებდა. სწორედ გრონინგენში თამაშის დროს საბოლოოდ გადაწყდა ბლინდის პოზიცია, ახალ გუნდში მას მარჯვენა მცველის პოზიცია არგუნეს. ასევე გრონინგენს უნდოდა მისი მთლიანად გამოსყიდვა აიაქსისგან თუმცა ეს ტრანსფერი არ განხორციელებულა.

დაბრუნება აიაქსში

რედაქტირება

შემდეგ ორ სეზონში აიაქსმა და ბლინდმა ზედიზედ ორჯერ მოახერხეს გაჩემპიონება ჰოლანდიის ჩემპიონატში, ამ ორი სეზონის განმავლობაში ბლინდი უმატებდა თამაშის ხარისხს და ნელ-ნელა შედარებით მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. 2012-2013 წლების სეზონში ბლინი ძირითადის ფეხბურთელად მოგვევლინა მარცხენა მცველის პოზიციაზე.

მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ბლინდი გახდა გუნდის წამყვანი მოთამაშე, ამ დროის განმავლობაში აიაქსმა კიდევ ორჯერ მოახერხა გაჩემპიონება, ზედიზედ მეოთხე ჩემპიონის ტიტული აიაქსისთვის აღმოჩნდა 33-ე. ასევე ბლინდმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი 2016 წლის ზაფხულამდე თუმცა 2014-2015 წლების სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედს შეუერთდა.

მანჩესტერ იუნაიტედი

რედაქტირება

2014 წლის 30 აგვისტოს მანჩესტერმა განაცხადა რომ მიაღწია შეთანხმებას აიაქსთან ბლინდის ტრანსფერის თაობაზე, ბლინდმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. 1 სექტემბერს საბოლოოდ გაფორმდა ხელშეკრულება სატრანსფერო ღირებულება 13.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. ბლინდის დებიუტი იუნაიტედის რიგებში ცამეტი დღის შემდეგ შედგა ოლდ ტრაფორდზე "ქპრ-ს" წინააღმდეგ, ეს თამაში იუნაიტედმა 4-0 მოიგო და სეზონიში პირველი გამარჯვება იზეიმა, ბლინდმა კი შეუცვლელა ითამაშა. პირველი გოლი კი ბლინდმა შორეული დარტყმით ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ, 20 ოქტომბერს გაიტანა, მატჩი 2-2 დასრულდა.

16 ნოემბერს ბლინდმა ტრავმა მიიღო ლატვიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. და მინდორს მხოლოდ 11 იანვარს დაუბრუნდა, მისი დაბრუნება არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, რადგან ოლდ ტრაფორდზე დათმეს შეხვედრა სოუთჰემპტონის წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: