დალი ბახტაძე
დალი ბახტაძე (დ. 10 აგვისტო, 1941, ხონი) — ქართველი ფილოლოგი, გერმანისტი, პედაგოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1963 წელს დაამთავრა ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.
1969–1997 წლებში მუშაობდა და ლექციებს კითხულობდა ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში, შემდეგ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1983–1986 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1992–1997 წლებში გერმანული ენის კათედრის გამგე. 1998 წლიდან მუშაობს თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ფრაზეოლოგიური ვარიანტები თანამედროვე გერმანულ ენაში ქართულთან შეპირისპირებით“, დაიცვა 1976 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფრაზეოლოგიური პრედიკაციის პრობლემები“, დაიცვა 1993 წელს.