ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დალილა დი ლაზარო (იტალ. Dalila Di Lazzaro; დ. 29 იანვარი, 1953, უდინე. იტალია) — იტალიელი კინომსახიობი, მოდელი, მომღერალი, მწერალი.

დალილა დი ლაზარო
დაბადების სახელი დალილა დი ლაზარო
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1953 (1953-01-29) (71 წლის)
უდინე იტალია
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, მომღერალი, მწერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარიერა დაიწყო, როგორც ფოტომოდელმა. მისი ერთ-ერთი ფოტოგრაფი იყო ენდი უორჰოლი. ადრიდანვე მიიპყრო ბულვარული პრესის ყურადღება. 1972 წელს შედგა მისი დებიუტი კონოში („Si può fare... amigo“) ფსევდონიმით დალილა დი ლამარი. 1974 წლამდე იღებდნენ სხვადასხვა ფილმებში, სადაც უმნიშვნელო როლებს ასრულებდა. 1970-1980-იან წლებში მოასწრო ისეთ რეჟისორებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან: ალბერტო ლატუადა, ლუიჯი კომენჩინი, ალბერტო სორდი, ფლორესტანო ვანჩინი, კლაუს კინსკი, ჟაკ დერე. 1983 წელს დი ლაზარომ უარი თქვა „ბონდიანას“ მორიგ სერიაში — „აღარასოდეს თქვა არასოდეს“ მონაწილეობაზე დომინოს როლში. როლში საბოლოოდ კიმ ბესინგერი გადაიღეს.

1991 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა დალილას 22 წლის შვილი — კრისტიანი. შემდგომში მსახიობმა თვითონაც იწვნია ავარიის სავალალო შედეგი. დიდი ხნის განმავლობაში, ტრამვის გამო, საწოლში უმოძრაოდ იმყოფებოდა.[1]

2006 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი-ავტობიოგრაფია, სახელწოდებით „ჩემი ცა“. მას მოჰყვა „ჩემი ცხოვრების ანგელოზი“, „პატარა სასწაულები ჩემს ირგვლივ“ (2008. მიძღვნილი შვილისადმი); „ჩემი ცხოვრების სიყვარული, გრძნობები და ვნებები“ (2009); მეორე ავტობიოგრაფიული რომანი; ჩემი ფარული საგანძური (2011) და „ქალმა იცის“ (2014); „ასეთია ცხოვრება“ (2017).

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1972 ფრანკენშტეინი 80 Frankenstein '80 სონია
1975 მკვლელობა ღამის მატარებელში L'ultimo treno della notte
1976 ოჰ, სერაფინა! Oh, Serafina! სერაფინა ვიტალი
1977 კატა Il gatto ვანდა ჯუგოვიჩი
1980 სამი უნდა მოვიშოროთ Trois Hommes à abattre ბეა
1980 ცისფერთვალება ბანდიტი Il bandito dagli occhi azzurri სტელა
1985 ფენომენი Phenomena დირექტორი
1989 პაგანინი Kinski Paganini ელენ ფონ ფეირბახი
2013 მეხუთე ბორბალი L'ultima ruota del carro სინიორა ვენეტა

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Il mio cielo, Edizioni Piemme, 2006.
  • L'angelo della mia vita, Edizioni Piemme, 2008.
  • Toccami il cuore, Edizioni Piemme, 2009.
  • Il mio tesoro nascosto, Edizioni Piemme, 2011.
  • Una donna lo sa, Edizioni Piemme, 2014.
  • La vita è così. Passioni e virtù per uscire dalle crisi, Edizioni Piemme, 2017.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება