დალა კოჯას ხელღვაჟალე

„დალა კოჯას ხელღვაჟალე“ („დალი კლდეში მშობიარობს“) — უძველესი სვანური ფერხული და მისი თანმხლები სიმღერა.

შექმნილია ნადირობის ქალღმერთ დალის პატივსაცემად. ფერხულში მონაწილეობენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. შინაარსობრივად განეკუთვნება ამირანიანის სიმღერების ციკლს. მასში გადმოცემულია ამირანის დაბადების ეპიზოდი: კლდეში მშობიარე დალის დიდი სიმაღლიდან გადმოუვარდა ახალშობილი ამირანი, იგი მონადირე გერგილმა გამოსტაცა კლდის ძირში დაბუდებულ მგლის ხროვას და დედას დაუბრუნა. დალიმ დალოცა მონადირე და წარმატება უსურვა.

სიმღერა სრულდება ჭუნირის თანხლებით (ან მის გარეშე) სამ ხმაში. სიმღერას ვრცელი ბალადური ტექსტი ახლავს. როგორც ლექსი, ისე სიმღერა წარმართულ პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს. სიმღერა სრულდებოდა რიტუალის სახით, ნადირობის წინ; იგი სვანურისათვის დამახასიათებელი კომპლექსური მრავალხმიანობის ერთ-ერთი ცნობილი ნიმუშია. სრულდება ორგუნდოვანად (ანტიფონურად). მღერიან ქალებიც. მუსიკალური ზომაა 2/8.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება