დალამანი (თურქ. Dalaman) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში, მუღლის პროვინციის ერთ-ერთი საკურორტო ქალაქი. მდებარეობს ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. მუღლის პროვინციაში მდებარე თითქმის ყველა ქალაქი საკურორტოა და არც დალამანია გამონაკლისი. მდებარეობს 10 მეტრზე ზღვის დონიდან. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, მისმა მოსახლეობამ 24 807 ადამიანი შეადგინა. თუმცა, ზაფხულში ქალაქის მოსახლეობაზე მეტი ტურისტი ჩადის დალამანში. დალამანს აქვს მერია და მისი მერი არის მუჰამედ შაშმაზი. ქალაქ დალამანის ფართობი 621.86 კმ²-ია. დალამანში მდებარეობს თურქეთში ცნობილი „დალამანის აეროპორტი“. ტურიზმის გარდა, დალამანში ეკონიმიკის მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა, რადგან ქალაქში არის ძალიან ნაყოფიერი მიწა.

ქალაქი
დალამანი
Dalaman
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია მუღლა
კოორდინატები 36°46′00″ ჩ. გ. 28°48′00″ ა. გ. / 36.76667° ჩ. გ. 28.80000° ა. გ. / 36.76667; 28.80000
მერი მუჰამედ შაშმაზი
ფართობი 621.86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
ოფიციალური ენა თურქული ენა
მოსახლეობა 24 807 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 56 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 252
საფოსტო ინდექსი 48xxx
საავტომობილო კოდი 48
ოფიციალური საიტი dalaman.bel.tr
დალამანი — თურქეთი
დალამანი

დალამანს სამხრეთ-დასავლეთით ეგეოსის ზღვა ესაზღვრება. სამხრეთით მას ქალაქი ფეთჰიე ესაზღვრება, დასავლეთით — ორთაჯა, ხოლო ჩრდილოეთით — ქიოჩეგიზი. ამას გარდა, ქალაქ დალამანს აღმოსავლეთით დენიზლის პროვინცია ესაზღვრება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: