ფეთჰიე (თურქ. Fethiye) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში, მუღლის პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. ფეთჰიე არის ძალიან კარგი საკურორტო ქალაქი და სწორედ ესაა მიზეზი, რომ საკურორტო სეზონზე მრავალი ტურისტი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გეზს სწორედ ამ ქალაქისკენ იღებს. ქალაქი მდებარეობს მხოლოდ 10 მეტრზე ზღვის დონიდან. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, ფეთჰიეში მცხოვრებთა რაოდენობამ 84 053 შეადგინა. ქალაქ ფეთჰიეს აქვს მერია და მისი მერი არის ბეჰჩეთ საათჩი. ქალაქის ფართობი 2 955,08 კმ²-ია.

ქალაქი
ფეთჰიე
Fethiye
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია მუღლა
კოორდინატები 36°39′05″ ჩ. გ. 29°07′23″ ა. გ. / 36.65139° ჩ. გ. 29.12306° ა. გ. / 36.65139; 29.12306
მერი ბეჰჩეთ საათჩი
ფართობი 2 955,08 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 84 053 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 252
საფოსტო ინდექსი 48xxx
საავტომობილო კოდი 48
ოფიციალური საიტი fethiye.bel.tr
ფეთჰიე — თურქეთი
ფეთჰიე

ფეთჰიეს სამხრეთ-დასავლეთით საკუთარი პროვინციის ერთადერთი ქალაქი — დალამანი ესაზღვრება. ქალაქ დალამანის გარდა, ფეთჰიეს, ანტალიისა და ბურდურის პროვინციები ესაზღვრება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება