„დალაი“ — ქართული ხალხური სამგლოვიარო ლექს-სიმღერა.

სახელწოდება მომდინარეობს რეფრენიდან („დალაჲ...“), რომელიც ლექსის ყოველ ტაეპს ერთვის. შემორჩენილია თუშურ ზეპირსიტყვიერებაში, დაკავშირებულია გარდაცვლილის წლისთავზე გამართულ სამგლოვიარო რიტუალთან. „დალაის“ შესრულების წესს დალაობა ეწოდება და დღემდე შემორჩა თუშეთში. „დალაი“ სრულიად განცალკევებით დგას მთელ ქართულ ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებაში — სრულდება მთქმელისა და უნისონური გუნდის მონაცვლეობით, მხედარმოდალავე („დალაის“ წარმომთქმელი) სევდიანი კილოთი იწყებს: „დალაჲ თქვით, დალაჲ, მხედრებო“, გუნდი უპასუხებს: „დალაჲ ჰე, დალაჲ ჰე“.

ტექსტი მიცვალებულის კულტთან არის დაკავშირებული. არის მოსაზრება, რომ თუშეთში „დალაი“ შევიდა ვაინახური და დაღესტნური კულტურიდან (დარგუულ მუსიკალურ ფოლკლორში „დალაი“ სიმღერას ნიშნავს). დაღესტანში „დალაის“ სამგლოვიარო შინაარსი არა აქვს, ჩაჩნეთ-ინგუშეთში კი გლოვასთან არის დაკავშირებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ასლანიშვილი შ., ნარკვევები ქართული ხალხური სიმ- ღერების შესახებ, [ნაწ.] 2, თბ., 1956;
  • მაკალათია ს., თუშეთი, ტფ., 1933;
  • ჩხიკვაძე გ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960;