დაკვირტვა
დაკვირტვა ან ბლასტოგენეზი — უსქესო გამრავლების ფორმა, რომლის დროსაც ახალი ორგანიზმი ვითარდება კვირტიდან, ერთ კონკრეტულ ადგილას უჯრედების გაყოფის გამო. ვინაიდან გამრავლების ეს ტიპი უსქესოა, წარმოქმნილი ორგანიზმი არის კლონი და თუ არ გავითვალისწინებთ მუტაციებს, იგი მშობლისეული ორგანიზმის იდენტურია.
ჰიდრაში, კვირტი ვითარდება როგორც გამონაზარდი, უჯრედების სერიული გაყოფის გამო. ახლადწარმოქნილი ინდივიდები მომწიფებისას შორდებიან მშობლის სხეულს და ვითარდებიან დამოუკიდებელ ორგანიზმებად.
შინაგანი დაკვირტვა ან ენდოდიოგენეზი წარმოადგენს უსქესო გამრავლების ფორმას, რომელიც ახასიათებთ ისეთ პარაზიტებს, როგორიცაა Toxoplasma gondii.[1]
ენდოპოლიგენია არის შინაგანი დაკვირტვის გზით, მშობლისეული ორგანიზმის ერთდროულად მრავალ შვილეულ უჯრედად დაყოფა.
უჯრედის გამრავლება
რედაქტირებაზოგიერთი უჯრედი დაკვირტვით, ასიმეტრიულად იყოფა, მაგალითად, Saccharomyces cerevisiae, საფუარის სახეობა, რომელიც გამოიყენება ცხობაში. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება "მშობლისეული" და უფრო მცირე ზომის ,,შვილეული" უჯრედი. კრიოელექტრონულმა ტომოგრაფიამ ცოტა ხნის წინ გამოავლინა, რომ უჯრედებში მიტოქონდრიაც დაკვირტვით იყოფა
ცხოველების გამრავლება
რედაქტირებაზოგიერთ მრავალუჯრედოვან ცხოველში შთამომავლობა შეიძლება განვითარდეს როგორც დედის გამონაზარდი. ცხოველებს, რომლებიც მრავლდებიან კვირტით, მოიცავს მარჯნებს, ზოგიერთ ღრუბელს, და ექინოდერმის ლარვას.
ვირუსოლოგია
რედაქტირებავირუსოლოგიაში, კვირტი არის ვირუსის გამოყოფის ფორმა, რომლითაც გარსიანი ვირუსები, უჯრედიდან გამოკვირტვის დროს მასპინძელი უჯრედის მემბრანისგან იძენენ გარე გარსს.
მცენარეთა გამრავლება
რედაქტირებასოფლის მეურნეობაში და მებოსტნეობაში, დაკვირტვა გულისხმობს ერთი მცენარის კვირტის მეორეზე გადანერგვას.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ James Desmond Smyth, Derek Wakelin (1994). Introduction to animal parasitology, 3, Cambridge University Press, გვ. 101–102. ISBN 0-521-42811-4.
- ↑ Budding Plant Propagation Technique. plantpropagation.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-02. ციტირების თარიღი: 2023-10-01.