დაიგა მიერინა
დაიგა მიერინა ( ლატვ. Daiga Mieriņa, დაბ. იურევიცა, Jurēvica ; დ. 3 მარტი, 1969, რიგა) — ლატვიელი პოლიტიკოსი. ასოციაცია „მწვანეთა და გლეხთა კავშირში“ შემავალი პარტია „ლატვიის გლეხთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე, ლატვიის სეიმის თავმჯდომარე 2023 წლის 20 სექტემბრიდან, ლატვიის სეიმის დეპუტატი 2022 წლის 1 ნოემბრიდან. წარსულში ცარნიკავას რაიონის დუმის (2009-2015, 2016-2021) თავმჯდომარე, ცარნიკავას რაიონის (2001-2021) და ადაზის რაიონის (2021 წლიდან) სათათბიროს დეპუტატი.[1]
დაიგა მიერინა | |
დაიგა მიერინა 2023 წ. | |
ლატვიის სეიმის თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 სექტემბერი 2023 |
წინამორბედი | ედვარდს სმილტენსი |
ლატვიის სეიმის დეპუტატი | |
ცარნიკოვის ოლქის საკრებულოს თავმჯდომარე (მერი) | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი 2016 – 1 ივლისი 2021 | |
წინამორბედი | იმანტ კრასტინიში |
ცარნიკოვის ოლქის საკრებულოს თავმჯდომარე (მერი) | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივლისი 2009 – 16 დეკემბერი 2015 | |
წინამორბედი | ელფა სლოცენიეცე |
მემკვიდრე | იმანტ კრასტინიში |
დაბადებული | 3 მარტი 1969 (55 წლის) რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ლატვია |
პოლიტიკური პარტია | ლატვიის გლეხთა კავშირი |
შვილები | 3 |
განათლება | ლატვიის სასოფლო-სამეურნეოუნივერსიტეტი (1955); რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი (2009) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიგა მიერინა დაიბადა 1969 წლის 3 მარტს.
1995 წელს დაამთავრა ლატვიის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი. 2009 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის მართვის მიმართულებით. [2]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2001 წლის 11 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე დაიგა მიერინა აირჩიეს ცარნიკავას სამხარეო დუმის დეპუტატად. 2005 წლის არჩევნებში ხელახლა აირჩიეს სახალხო პარტიის სიით, ხოლო 2009 წლის არჩევნებში იგი ხელახლა აირჩიეს „მწვანეთა და გლეხთა კავშირის,“ „ახალი დროების“ და „ყველაფერი ლატვიისთვის“ გაერთიანებული პარტიული სიით. საკრებულოს თავმჯდომარედ (მერი). მიერინა ხელახლა აირჩიეს 2013 წლის არჩევნებში „ლატვიის გლეხთა კავშირის“ სიით და კვლავ აირჩიეს საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ (მერად). 2015 წელს მან თანამდებობა დატოვა. მისი პოსტი დაიკავა „ლატვიის რეგიონების ასოციაციის“ დეპუტატმა იმანტს კრასტიშმა. [3] დაიგა მიერინა 2016 წელს აღადგინეს თანამდებობაზე. 2017 წლის არჩევნებში ხელახლა აირჩიეს „ლატვიის გლეხების კავშირის“ სიით და კვლავ აირჩიეს დუმის თავმჯდომარედ (მერი). დაიკავა რიგის დაგეგმარების რაიონის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.
2021 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის შემდეგ, რომლის მიხედვითაც კარნიკავას ვოლოსტი ადაზის რაიონში შევიდა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, მიერინა აირჩიეს ადაზის საკრებულოს დეპუტატად.[4]
2022 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით დაიგა მიერინა აირჩიეს ლატვიის სეიმის დეპუტატად „მწვანეების და გლეხთა კავშირის“ სიით. იყო სეიმის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე და სეიმის მდგრადი განვითარების კომისიის წევრი.
2023 წლის 20 სექტემბერს იგი აირჩიეს სეიმის ახალ სპიკერად. ედვარდს სმილტენსი სპიკერის პოსტიდან გაიწვიეს „გაერთიანებული სიის“ ოპოზიციაში გადასვლის გამო. კოალიციური შეთანხმების თანახმად, თანამდებობა „მწვანეების და გლეხთა კავშირის“ კანდიდატს უნდა რგებოდა. წარადგინეს გუნარ კურტისი, ხოლო მეორე კადიდატად მარის სპრინჯუკსი „გაერთიანებული სიიდან.“ ორივე კანდიდატი ჩავარდა. იმავე დღეს დაინიშნა ახალი არჩევნები ახალი კანდიდატებით. [5] 9 დეპუტატმა მისცა ხმა ალექსეი როსლიკოვს („სტაბილურობა“) 55 დეპუტატმა მისცა ხმა დაიგა მიერინას. [6]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადაიგა მიერინა გათხოვილია. ჰყავს სამი შვილი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "14. SAEIMAS VĒLĒŠANAS". sv2022.cvk.lv. Retrieved 11 January 2024.
- ↑ Спикером Сейма избрана Дайга Миериня. И она сразу стала и.о. президента. Delfi (2023-09-20). ციტირების თარიღი: 2023-09-20
- ↑ «Региональный переворот»: Царникавская дума отправила мэра в отставку. lsm.lv (2015-12-16). ციტირების თარიღი: 2023-09-20
- ↑ "Saeimas priekšsēdētājas amatā ievēlēta Daiga Mieriņa". saeima.lv (in Latvian). Retrieved 11 January 2024.
- ↑ Гунар Кутрис провалился на выборах спикера Сейма. Delfi. ციტირების თარიღი: 2023-09-20
- ↑ "Daiga Mieriņa - Latvijas Republikas 14.Saeima". titania.saeima.lv. Retrieved 11 January 2024.