დათია ბადალაშვილი
დათია ბადალაშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1989, დიდი თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი) — ქართველი მწერალი და ბიბლიოთეკარი.
დათია ბადალაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 სექტემბერი, 1989 (35 წლის) |
დაბადების ადგილი | დიდი თონეთი, საქართველოს სსრ ან თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი |
საქმიანობა | მწერალი, ბიბლიოთეკარი და ნოველისტი |
მოქალაქეობა |
საქართველოს სსრ საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჟანრი | მცირე პროზა |
გავლენა მოახდინეს |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1989 წლის 29 სექტემბერს, მანგლისში. 2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.
მშობლიურ სოფელ დიდ თონეთში დაბრუნებულმა დათია ბადალაშვილმა მიტოვებული ბიბლიოთეკიდან წიგნები მოაგროვა და ქართული საზოგადოების თანადგომით ვაჟა-ფშაველას სახელობის ახალ ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც მუშაობს კიდეც ბიბლიოთეკარად. თავის სოფელშივე აპირებს იმ დანგრეული შენობის აღდგენას, რომელშიც 1886-1888 წლებში მასწავლებლად მუშაბოდა ვაჟა-ფშაველა.
მისი მინიატურები დაიბეჭდა: ჟურნალი „ცისკარში“ (2015, 2017), „ლიტერატურულ გაზეთში“ (2016), „ლიტერატურულ მესხეთში“ (2016, 2017).
არის 2018 წლის პენ-მარათონის ფინალისტი და „წინანდლის პრემიის“ 2019 წლის ლაურეატი.
წიგნები
რედაქტირება- ფიჭვები შორს იყო (მინიატურები)[1], - თბილისი, ინტელექტი, 2019
- ლეკვების სამოთხე (მინიატურები), - თბილისი, ინტელექტი, 2022
პრემიები
რედაქტირება- გაზეთ „ივერიის“ პრემია, 2017
- „წინანდლის პრემია“ ნომინაციაში „მხატვრული ლიტერატურა (პროზა)“, წიგნისათვის „ფიჭვები შორს იყო“[2], 2019