დათვა-ბოყვა
დათვა-ბოყვა — სასიმინდის ხის საკეტი აჭარაში. კარის ბოყვზე მოჭედილი ფიცარი ორ წყებადაა ამოღარული. პირველი, ზემოთა ღარი განკუთვნილია „კბილების“ სამოძრაოდ, მეორე, ქვემოთა ღარი კი — ურდულის შესაყრელად. ამავე ტიპისაა გურიაში დამოწმებული „დათვე“ და სამეგრელოში გავრცელებული „ბორქომი“, აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლი) „ვენახის ურდული“ და „საფშველი“ (შიდა ქართლი). ასეთივე სამკბილიანი საკეტი ცნობილი იყო სომხეთსა და ოსეთში, ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში, რომსა და საბერძნეთში. შუა საუკუნეებში კი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ აუზში. დათვა-ბოყვა და მისი მსგავსი გასაღებები წარმოშობით წინააზიურია (შუმერეთ-ბაბილონი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიტაია გ., აჭარული დათვა-ბოყვა, შრომები. ტომი II, მეცნიერება, თბილისი, 2000, გვ. 339-356
- ჩიტაია გ., აჭარული დათვა-ბოყვა, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B;
- რუხაძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 344.